რეგიონი
ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში-მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 8 წლის ბავშვს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში,ე.წ.საკონსერვოს დასახლებაში,-მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 8 წლის ბავშვს დაეჯახა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული არასრულწლოვანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ყბა-სახის დაზიანებები აღენიშნება და მდგომარეობა სტაბილურია. მიმდინარეობს კვლევები.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.