მნიშვნელოვანისიახლეები

”ჩვენს ერთიან ძლიერ გუნდს მადლობას ვუხდი – ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემას, ეხმაურება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ დღევანდელი, ისტორიული გადაწყვეტილება. ევროკომისია დადებითად აფასებს მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ეს რა თქმა უნდა, ნამდვილად ისტორიული დღეა, ეს ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილებაა. მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, განსაკუთრებული მადლობა მინდა ასევე გადავუხადო ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარია. რა თქმა უნდა, ეს პერიოდი იყო ძალიან დატვირთული, საკმაოდ დატვირთული ემოციური თვალსაზრისითაც, ვინაიდან ჩვენ, მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი, უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. მინდა, ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს გადავუხადო მადლობა – საქართველოს პარლამენტს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, ვინაიდან ეს იყო ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი, ჩვენ მოგეხსენებათ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ იტყვიან, 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას არაფერი არ გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, თუ რომელიმე ხელისუფალმა და მმართველმა რიმე ხელშესახები გააკეთა, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

„კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ. ჩემთვის გასაგებია აბსოლუტურად ის მოტივაცია რომელიც გააჩნია ოპოზიციას. აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სამწუხაროდ ოპოზიციას, და მე ვგულისხმობ რა თქმა უნდა, რადიკალურ ოპოზიციას არაფერი არ გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. კიდევ ვიმეორებ, თუ ვინმემ, რომელიმე ხელისუფალმა მმართველმა, რიმე ხელშესახები გააკეთა, ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლება. მე მქონდა პატივი და ბედნიერება, რომ ხელი მომეწერა ასოცირების შეთანხმებაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე ჩემი პირველი პრემიერ მინისტრობის დროს ქართული ოცნების პირობებში რა თქმა უნდა, დავასრულეთ უვიზო რეჟიმზე მუშაობა და მივიღეთ უვიზო რეჟიმი. შარშან უკვე მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა. წელს უკვე, როგორც დღეს ვნახეთ ისტორიული გადაწყვეტილება, სტატუსს მიიღებს ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, რა თქმა უნდა ანგარიშში როგორც წერია – მე მინდა, გითხრათ, რომ ანგარიშში წერია ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ, რომ ეს რეკომენდაცია ეფუძნება მიღწეულ შედეგს. შედეგი ბუნებრივია დადო ხელისუფლებამ, მთავრობამ ანუ იმ ხელისუფლებამ, რომელიც არის არჩეული ქართველი ხალხის ამომრჩევლის მიერ. ასე რომ, ეს ყველა სპეკულაცია რომ ეს ყველაფერი ხალხის ნების გამოხატულების გამო მიღებული გადაწყვეტილებაა, რა თქმა უნდა არის ძალიან გადაჭარბებული და მცდარი. ჩვენს მიერ მიღწეული ის შედეგი და ამ შედეგის აღიარება და დაფასება, რომელზეც მე ახლა გესაუბრეთ და მე შევაჯამე ძალიან მოკლედ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button