მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თეთრ სახლში აცხადებენ რომ ისრაელი ღაზის სექტორში 4-საათიან პაუზებს დაიწყებს

ისრაელი ჩრდილოეთ ღაზას სექტორში ყოველდღიურად სამხედრო ოპერაციებში 4-საათიან პაუზებს აიღებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელი პაუზების შესახებ სამი საათით ადრე გაავრცელებს ინფორმაციას.

“ისრაელურმა მხარემ გვითხრა, რომ ამ ტერიტორიებზე პაუზების განმავლობაში სამხედრო ოპერაციები არ იქნება, და ეს პროცესი დღეს იწყება”, – განაცხადა კირბიმ.

კირბი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმა და აღნიშნა, რომ პაუზები “სწორი მიმართულებით ნაბიჯებია”.

მისი თქმით, “რამდენიმე საათით სუნთქვის შესაძლებლობას” მისცემს მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც ბრძოლებს გაურბის.

“ისრაელს მოვუწოდებდით მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმიზაცია მოეხდინა და ყველაფერი გაეკეთებინა, რათა ეს ციფრი შეემცირებინა”, – განაცხადა კირბიმ.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის „ტაქტიკური პაუზები“ დაადასტურეს.

„ეს ტაქტიკური პაუზები შეზღუდულია დროისა და არეალის მიხედვით. ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ ჰუმანიტარულ დერეფნებს ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რათა დროებით გადავიდნენ სამხრეთით უფრო უსაფრთხო ადგილებში, სადაც მათ ჰუმანიტარული დახმარების მიღება შეუძლიათ“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

მედიის ცნობით, ისრაელის სამხედროები ღაზაში მყოფ ხალხთან ურთიერთობენ ტექსტური შეტყობინებებისა და ბროშურების გამოყენებით კონკრეტულ ადგილებში, ასევე ცალკეულ პირებთან სატელეფონო ზარებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button