მნიშვნელოვანირეგიონი

გურჯაანში მერიის თანამშრომლები ავზის მოცულობაზე მეტ საწვავს ასხამდნენ

გურჯაანში მერიის თანამშრომლები ავზის მოცულობაზე მეტ საწვავს ასხამდნენ.

დასკვნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ დარღვევებზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.

დასკვნის თანახმად 2021-2022 წლებში, მუნიციპალიტეტი ფაქტობრივად იყენებდა მერის ბრძანებით დადგენილზე 2 ერთეულით მეტ სამორიგეო ავტომანქანას.

ასევე საწვავს გასცემდა მოხელეების კერძო საკუთრებაში არსებულ 31-38 ერთეულ ავტომანქანაზე.

კერძო ტრანსპორტზე გამოყენებულია, სულ − 44.6 ათასი ლიტრი საწვავი.

აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ასევე ავტომობილებზე საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი.

ასევე გამოვლინელია მივლინების ან სხვა სახის დასაბუთების გარეშე გურჯაანის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავით გამართვის 129 ფაქტი.

აუდიტის დასკვნაში, ასევე ნათქვამია, რომ
შვებულების პერიოდში, მერიის თამაშრომლებმა კერძო ავტომობილებით გახარჯეს 2 ათასი ლარის ღირებულების საწვავი, მაშინ როდესაც შვებულების პერიოდში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არ არიან უფლებამოსილნი ისარგებლონ მათთვის გამოყოფილი საწვავით.

აუდიტი ასკვნის, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული აქტი, მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე; საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს.

აუდიტის დასკვნაში ჩამოყალიბებულ დარღვევებზე, გურჯაანის მერიაში კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button