მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომი უკრაინაში კვლავ აქტიურ ფაზაშია

სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვოზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად.
დონეცკის საოლქო პროკურატურის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ღამით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სელიდოვოს საცხოვრებელ უბნებზე 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
საოლქო პროკურატურის მონაცემებით, დაინგრა ან დაზიანდა 6 მრავალბინიანი და 20 კერძო სახლი. მაშველებმა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში იპოვეს 85 წლის ქალის ცხედარი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.

„სელიდოვო: დაბომბვის შედეგად დაზიანდა მაღალსართულიანი შენობა. გადაარჩინეს ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი დაინგრა. სამწუხაროდ, ნანგრევების ქვეშ გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, ერთი ადამიანი მაინც რჩება ნანგრევების ქვეშ” – წერს უკრაინის შს მინისტრი იგორ კლიმენკო ტელეგრამ არხზე

მაშველებმა და პოლიციამ დაჭრილი ადამიანები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უკრაინული ანალიტიკური ტელეგრამ არხის, Deep State-ის მონაცემებით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ფრონტის ორ ხაზზე – ბახმუტსა და სვიატოვოზე, ერთდროულად გამოიყენეს ქიმიური იარაღი. ანალიტიკოსების ინფორმაციით, გამოყენებულია სავარაუდოდ ნივთიერება ქლორპიკრინი, რომელიც ოკუპანტებს უხვად აქვთ მარაგში:
“სვიატოვისა და ბახმუტის რაიონებზე ქიმიური იარაღის გამოყენების ორი შემთხვევა დაფიქსირდა, სავარაუდოდ, მტერმა გამოიყენა ქლორპიკრინი, რომელიც უხვად არის მარაგებში და რომელიც უკვე არაერთხელ იქნა გამოყენებული ჩვენი ჯარების წინააღმდეგ. ” ნათქვამია ანგარიშში.
ქლორპიკრინი არის სითხე მკვეთრი სუნით და მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში, საზიანოა ადამიანისთვის. მიეკუთვნება საშიშროების მეორე კლასს.

ზაპოროჟიეს რაიონში რუსი ოკუპანტების განმეორებითი თავდასხმის შედეგად ორი მაშველი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს თქმით, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები რუსეთის თავდასხმის ერთ-ერთ ადგილას გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ, რა დროსაც ოკუპანტებმა ამავე ადგილს მეორედ დაარტყეს

“სამწუხაროდ, მტრის დაბომბვის შედეგად დაიღუპა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ორი თანამშრომელი. ჩვენი უიარაღო გმირები ახლა სამუდამოდ 31 და 34 წლის არიან…”, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ სამი მაშველი და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button