მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზელენსკიმ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გააფართოვა

2023 წლის 18 ნოემბერს უკრაინამ დაამტკიცა სანქციების მორიგი სერია რუსეთის მხარდამჭერი ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, – ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ძალაში შევიდა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს რამდენიმე გადაწყვეტილება სანქციების შესახებ, რომლებიც შეეხება 40-მდე რუსულ იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამინდელი სანქციები „მიმამართულია მათ წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობს ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინელი ბავშვების გატაცებასა და დეპორტაციაში, ასევე იმ პირებზე, რომლებიც სხვადასხვა გზით ეხმარებიან რუსულ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ“.

„ვაძლიერებთ ჩვენი სახელმწიფოს ზეწოლას. თითოეულმა მათგანმა უნდა აგოს პასუხი იმისთვის, რაც ჩაიდინა. ჩვენ არ დავტოვებთ რაიმე კავშირს ამ ხალხსა და უკრაინას შორის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სანქციების დაწესების განკარგულებები უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

„ძალაში შევიდა სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს რამდენიმე გადაწყვეტილება. სანქციებში მოხვდა, დაახლოებით, 40 რუსული იურიდიული და 100-ზე მეტი ფიზიკური პირი. კერძოდ, ისინი, ვინც დაკავშირებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცებასა და დეპორტაციასთან. ასევე ისინი, ვინც სხვადასხვა გზით ეხმარება რუსულ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ. ვაძლიერებთ მათზე ჩვენი სახელმწიფოს ზეწოლას. თითოეულმა მათგანმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

უკრაინული მედიის ცნობით, სანქცირებულთა ახალ სიაში მოხვდნენ დიმიტრი საბლინი, დიმიტრი სვიატაში, დიმიტრი ტაბაჩნიკი, იური კოტი, ნიკოლაი აზაროვი, სერგეი აქსენოვი, ოლეგ ცარევი და სხვები.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება სანქციების დაწესების შესახებ, რომელსაც 18 ნოემბერს მოაწერა ხელი ზელენსკი, 5 და 10 წლის ვადით შედის ძალაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button