მნიშვნელოვანირეგიონი

ავარიის შედეგად კახეთში მამაკაცი გარდაიცვალა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში- გარდაცვლილია მამაკაცი.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავის ცენტრალურ მოედანზე მოხდა.

მსუბუქი ავტომანქანა მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის ქვეითთა გადასასვლელზე გადადიოდა.

ძლიერი შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმებით, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button