მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პრეზიდენტი პუტინი ОДКБ საბჭოს სხდომაზე დასასწრებად მინსკში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს სხდომაზე დასასწრებად მინსკში ჩავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) საბჭოს სხდომაზე დასასწრებად მინსკში ჩაფრინდა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შეხვედრაზე წევრი ქვეყნები საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს განიხილავენ და რამდენიმე დოკუმენტს მოაწერენ ხელს, მათ შორის „ОДКБ-ის კოლექტიური უშიშროების საბჭოს დეკლარაციას“.

პუტინის გარდა სამიტს ОДКБ-ის წევრი ქვეყნების ლიდერები დაესწრებიან, გამონაკლისი იქნება მხოლოდ სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი, რომელმაც სამიტში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებენ სომხეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. შესაბამისად, შეხვედრაზე სომხეთი წარმოდგენილი არ იქნება.

რუსული მედიის ცნობით, ОДКБ-ის ქვეყნების ლიდერები კოლექტიური უსაფრთხოების პრობლემებს განიხილავენ. სამიტზე ასევე განხილული იქნება რეგიონული და საერთაშორისო პრობლემები.

მსგავსი პოსტები

Back to top button