მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში საკრებულოს წევრებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვეს

კახეთში საკრებულოს წევრებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა, ნონა ნინიაშვილმა და ნატო უსენაშვილმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვეს.

განცხადება პარტიის დატოვების შესახებ, საკრებულოს წევრებმა, სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

“დიახ, ვტოვებთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, რადგან ის აღარაა ვარდების რევოლუციის იდეის მატარებელი. პარტია გაივსო მედროვეებით და პირადი ბიზნესების დალაგებით ორიენტირებული ხალხით.
ვიქნებით იქ, სადაც სიმართლეა, სადაც იდეებია, სადაც საქართველოს უკეთესი მომავლისათვის ბრძოლაა. P.S. მანდატების დატოვება არც ახსენოთ. ზოგიერთი ისე მოხვდა საკრებულოში სახლიდან გარეთ არ გამოსულა , ოჯახის წევრებსაც არ მიუციათ ხმები”-ნათქვამია განცხადებაში.

პარტიის დატოვების თაობაზე, განაცხადა ნინო უშიკიშვილმა, ახმეტის მუნიციპალიტეტიდანაც, თუმცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახმეტის ორგანიზაციის თავმჯდომარის, შაქრო ტერტერაშვილის განმარტებით, უშიკიშვილი 2017 წლიდან პარტიის წევრი აღარ არის.

” 2016 წლამდე იყო ჩვენთან. 2017 წლიდან ის დაინიშნა თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად, პატრიოტთა ალიანსიდან და თუ სწორად მახსოვს, სამი არჩევნების მანძილზე, ის პატრიოტთა ალიანსს წარმოადგენდა. პატრიოტების დაშლის შემდეგ, ის ჩვენთან აღარ დაბრუნებულა. სხვა პარტიის წარმომადგენელმა, ნაციონალური მოძრაობა როგორ დატოვა, ვერ გეტყვით”- განაცხადა ტერტერაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, პარტიაში თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ, დატოვა თელავის საკრებულოს წევრმა იმედა კევლიშვილმაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button