მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელმა სამხედროებმა რუსების მიერ გაშვებული ბომბდამშენები ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ქალაქ დნიპროს თავზე რუსების რაკეტა ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი, სერგეი ლისაკი ავრცელებს.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ X-59 ტიპის მართვადი რაკეტა გაანადგურა.

აფეთქებების გამო ქალაქ დნიპროში საჰაერო განგაში გამოცხადდა და მაცხოვრებლებს თავშესაფარში გადასვლა მოუწიათ. დღეს საჰაერო განგაში ხერსონის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევისა და კიროვოგრადის ოლქებშიც გამოცხადდა.

უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებში სამი რუსული ბომბდამშენის, „სუ-34“-ის ჩამოგდების შესახებ განაცხადეს.

როგორც კიევში აცხადებენ, სამხედროებმა თვითმფრინავები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ჩამოაგდეს.

პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ რუსული ბომბდამშენები ხერსონის ოლქში გაანადგურეს. მან მადლობა გადაუხადა სამხედროებს.

მოსკოვში „სუ-34“-ების ჩამოგდების შესახებ უკრაინელი სამხედროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

როგორც „ბიბისი“ წერს, სავარაუდოდ თვითმფრინავები სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტით“ ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ გასულ ღამეს რუსი ოკუპანტების მიერ ოდესასა და ხმელნიცკის ოლქებში გაშვებული ცხრავე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

უწყების თქმით, რუსები უკრაინას “შაჰიდის” ტიპის დრონებით ოკუპირებული ყირიმიდან და რუსეთის ტერიტორიიდან (პრიმორსკო-ახტარსკი) უტევდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button