მნიშვნელოვანისიახლეები
ოლიგარქი ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ.
მათივე ცნობით, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების” ყრილობაზე საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.
ყრილობას 350-ამდე დელეგატი ესწრება.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩია.
“პარტიის წესდებაში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები. პარტიის დღევანდელი ყრილობის მთავარი მოვლენა გახლავთ პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობის შემოღება. პარტიის ყრილობის ერთსულოვანი მხარდაჭერით აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, 2012 წლის დემოკრატიული გარდამტეხის შემოქმედი, ბიძინა ივანიშვილი,” – თქვა კობახიძემ.