მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 679-ე დღე უკრაინაში- რუსის ჯარი ათობით ტაქტიკურ რაკეტას ისვრიან

რუსეთს კიევზე თავდასხმის გამო პარტნიორი ქვეყნის ლიდერები აკრიტიკებენ

უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ თავდასხმას საოკუპაციო ძალა 29 დეკემბრიდან ინტენსიურად ახორციელებს.
დრონების გარდა, რუსი ჯარისკაცები ათობით ტაქტიკურ რაკეტას ისვრიან. კრემლის ინფორმაციით, მთავარი სამიზნე უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაა. თუმცა, ამ განცხადებების მიუხედავად, მსხვერპლი იზრდება მშვიდობიან მოსახლეობაში. მხოლოდ კიევში დაიღუპა 30 ადამიანი. დაშავებულია 35 სამოქალაქო პირი.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთმა უკვე გამოიყენა 300-მდე რაკეტა და 200-ზე მეტი დრონი უკრაინის წინააღმდეგ.

“იერიშებისთვის თითქმის 100 სხვადასხვა ტიპის რაკეტა იყო გამოყენებული. ოკუპანტებმა ტრაექტორიები სპეციალურად გამოთვალა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენებინა ჩვენთვის. ეს არის აბსოლუტურად შეგნებული ტერორი. ბოლო დღეებში, 29 დეკემბრიდან დღემდე – რუსეთმა უკვე გამოიყენა 300-მდე რაკეტა და 200-ზე მეტი დრონი უკრაინის წინააღმდეგ. ჯერჯერობით არცერთ სხვა ქვეყანას არ მოუგერიებია მსგავსი მასშტაბის თავდასხმები,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ნატომ 3 იანვარს განაცხადა, რომ დაეხმარება ალიანსის რიგ ქვეყნებს საჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტის“ 1000 რაკეტების შეძენაში, რათა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მზარდი საჰაერო იერიშების ფონზე, მოკავშირეებმა უკეთესად დაიცვან თავიანთი ტერიტორია.

ნატოს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტომ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ქვეყნების ჯგუფს, მათ შორის გერმანიას, ნიდერლანდებს, რუმინეთსა და ესპანეთს, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებისგან, ასევე მტრის თვითმფრინავებისგან დასაცავად განკუთვნილი „პეტრიოტების“ შეძენაში და აღნიშნა, რომ ევროპული სარაკეტო წარმოება გაფართოვდება.

კონტრაქტის ღირებულება 5.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აღნიშნულ განცხადებას მიესალმა. “რუსეთის სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმები უკრაინელ სამოქალაქო ობიექტებზე, ქალაქებსა და სოფლებზე აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე საჰაერო თავდაცვა. საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდა უკრაინისა და ჩვენი უსაფრთხოების გასაღებია”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

სააგენტო AP წერს, რომ შესყიდვა მოკავშირეებს დაეხმარება, რომ უკრაინისთვის უფრო მეტი საკუთარი თავდაცვის სისტემები გამოათავისუფლოს.

რუსულ რაკეტებს რომ მიზნისთვის მიეღწიათ, შედეგები კატასტროფული იქნებოდა – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი, რუსეთის დღევანდელ თავდასხმასთან დაკავშირებით წერს:

“დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა 10-დან 10 რუსული “კინჟალის” KH-47M2 აერობალისტური რაკეტა ჩამოაგდეს, Patriot-ის სისტემების მეშვეობით. ეს არის რეკორდი. რაკეტებს რომ მიზნისთვის მიეღწიათ, შედეგები კატასტროფული იქნებოდა.” – წერს ზალუჟნი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართულებით ბოლო 24 საათში განხორციელებულ იერიშებს ეხმაურება.

შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ დრონების რეკორდული რაოდენობა მოსკოვის ნამდვილ განზრახვას აჩვენებს. მიშელის თქმით, თავდასხმები ცინიკურია იმის გათვალისწინებით, რომ მათი ინტენსივობის ზრდა საახალწლო დღესასწაულებს ემთხვევა.
„მათ გასაგონად, ვისაც სჯერა ჭორების, რომ რუსეთი გულწრფელად არის დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით, უკრაინის მიმართულებით ბოლო 24 საათის განმავლობაში გაშვებული დრონების რეკორდული რაოდენობა აჩვენებს მოსკოვის ნამდვილ განზრახვას. თავდასხმები მით უფრო ცინიკურია იმის გათვალისწინებით, რომ მათი ინტენსივობის ზრდა საახალწლო დღესასწაულებს ემთხვევა. უკრაინის სულისკვეთების გატეხვა შეუძლებელია. ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას“, – წერს შარლ მიშელი.

მოსკოვს აკრიტიკებს ჟოზეფ ბორელიც. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი აცახდებს, რომ რუსეთი თავის სამხედრო დანაშაულებებზე პასუხს აგებს.
რუსეთი პასუხს აგებს თავის სამხედრო დანაშაულებებზე, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„რუსეთმა ახალი წელი დაიწყო კიევში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში ასზე მეტი რაკეტისა და უპილოტო საფრენი აპარატების გასროლით, მშვიდობიანი მოსახლეობის დამიზნებით, საცხოვრებელი უბნების განადგურებითა და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურის განადგურებით.რუსეთი პასუხს აგებს თავის სამხედრო დანაშაულებებზე“ – წერს ბორელი „ტვიტერზე“.

რუსეთის თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
„უკრაინაზე ბოლო თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ: სანქციების გამკაცრებით, რათა მან ვერ შექმნას ახალი იარაღი კონტრაბანდული კომპონენტებით და კიევისთვის რაკეტების მიცემით, რაც საშუალებას მისცემს, გაანადგუროს სამეთაურო ცენტრები“, – წერს სიკორსკი სოციალურ ქსელში.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია 2 იანვარს რუსეთის მიერ კიევსა და ხარკივზე განხორციელებულ თავდასხმებს განცხადებით გამოეხმაურა და რუსული აგრესია დაგმო.

განცხადებაში ეუთოს ხელმძღვანელობამ მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მუდმივი ძალადობა.

“სიკვდილმა და ნგრევამ მოიპარა ქალების, კაცების, ბიჭების და გოგონების სიცოცხლე და გაანადგურა აუცილებელი ინფრასტრუქტურა. ყოველდღე, არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც მუდმივად იხდიან ფასს ამ საშინელ კონფლიქტში. ისინი არასოდეს უნდა გახდნენ სასიკვდილო დრონებისა და სარაკეტო თავდასხმების მსხვერპლნი.

ჩვენ ერთად ვგმობთ ამ მიმდინარე თავდასხმებს და სასწრაფოდ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყდეს მუდმივი ძალადობა, რომელიც არაფერს აკეთებს გარდა უბედურებისა და ტანჯვის მანკიერი ციკლის პროპაგანდისა. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ეს ომი ახლავე დასრულდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ 2 იანვრის დილას რუსეთმა კიევსა და ხარკივზე იერიში მიიტანა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა – რამდენიმე რაიონში რაკეტების ნამსხვრევები ჩამოვარდა. როგორც ცნობილია, ოკუპანტებმა კიევის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის რაკეტები, მათ შორის ჰიპერბგერითი რაკეტა “კინჟალი” გაუშვეს.

რუსეთის მიერ კიევსა და ხარკივზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია ათობით ადამიანი.

რუსეთის მიერ 29 დეკემბერსა და 2 იანვარს უკრაინის ქალაქების მასიურ დაბომბვაზე დასავლელი პარტნიორების რეაქცია უნდა იყოს უფრო მკაცრი სანქციები მოსკოვისადმი და უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდება, – მიიჩნევს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი.

„უკრაინაზე უკანასკნელ თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ: სანქციების გამკაცრებით, რათა მან კონტრაბანდული კომპონენტებით ახალი იარაღი ვერ შექმნას და კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემით, რაც მას გამშვები და სამეთაურო ცენტრების განადგურების საშუალებას მისცემს“, – წერს შიკორსკი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ ტვიტერში).

2 იანვარს მსგავსი მოსაზრებები გამოთქვა ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა მარი-აგნეს სტრაკ-ზიმერმანმა.
“უკრაინას სჭირდება მეტი საბრძოლო მასალა, მეტი სათადარიგო ნაწილები და გერმანიამ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს Taurus-ის კლასის რაკეტები, რათა რუსეთს უფრო გაუჭირდეს რეზერვების შევსება”,-ციტირებს სტარ-ზიმერმანს პორტალი t-online.

გერმანიის მთავრობა მთელი 2023 წლის განმავლობაში განიხილავდა ბუნდესვერის შეიარაღებაში არსებული შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტა Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობას, მაგრამ საკითხი გაჭიანურდა კანცლერ ოლაფ შოლცის პოზიციის გამო – მას რაკეტების მოდიფიცირება უნდა.

„შპიგელის“ თანახმად, ლაპარაკია ისეთი სახის ტექნიკური ცვლილებების შეტანაზე, რომლის შემდეგ კიევი აღნიშნულ რაკეტების გამოყენებას ვერ შეძლებს რუსეთზე იერიშებისთვის. აქ არ იგულისხმება ოკუპირებული ყირიმი, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს რუსეთის ტერიტორიად.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2024 წელს ყირიმი და მასთან დაკავშირებული ბრძოლა შავ ზღვაზე ომის სიმძიმის ცენტრი გახდება.

„2014 წელს რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ყირიმის იზოლაცია და იქ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების დეგრადაცია ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის გზა ამ რეგიონიდან თავდასხმების რაოდენობის შესამცირებლად“, – აღნიშნა ზელენსკიმ “ეკონომისტთან” ინტერვიუში.

შეგახსენებთ 2 იანვარს, დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსებმა უკრაინაში სხვადასხვა ტიპის 99 რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან 72 განადგურდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button