მნიშვნელოვანირეგიონი

დიდთოვლობის გამო, კახეთის გზებზე მოძრაობა შეიზღუდა

დიდთოვლობის გამო, კახეთის გზებზე მოძრაობა შეიზღუდა.

დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

შეზღუდვებია დაწესებული თელავი-გომბორი- ვაზიანის გზაზეც.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, პლატონ კალმახელიძის ინფორმაციით, ყველაზე დიდი თოვლი რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, თელავში მოვიდა.

” ყველა მუნიციპალიტეტში მოთოვა, თუმცა ყველაზე მეტი ნალექი თელავში მოვიდა. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მხოლოდ ცენტრალურ გზებზე იმოძრაოს. ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თელავი- ვაზიანი- გომბორის გზაზე, გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ სპეციალურად ზამთრისათვის აღჭურვილი ავტომანქანებისთვის. მცირედი შეზღუდვებია მუნიციპალიტეტებს შორის დამაკავშირებელ გზებზეც. ყველგან მიმდინარეობს გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა”- განაცხადა კალმახელიძემ .

ამ დროისათვის, გზებზე საპატრულო პოლიცია მორიგეობს, რომელიც ტრანსპორტის გადაადგილებას აკონტროლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button