მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ხანძარი რუსეთში-უკრაინის თავდასხმის შემდეგ ბრიანსკის ოლქში ნავთობის საცავი იწვის

უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემდეგ ბრიანსკის ოლქში, კლინცის ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა.

ალექსანდრ ბოგომაზის ცნობით, ნავთობის საცავში, სადაც უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა საბრძოლო მასალა ჩამოაგდო, ხანძრი ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული.
“როდესაც საჰაერო სამიზნე განადგურდა, საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს კლინცოვსკის ნავთობის საცავის ტერიტორიაზე. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის”.

„იწვის ბენზინის ოთხი ავზი, მათი საერთო მოცულობა ექვსი ათასი კუბური მეტრია“, – აღნიშნა ბოგომაზმა.

ბოგომაზის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ადგილზე 13 სახანძრო ეკიპაჟია მობილიზებული.

როგორც ბრიანსკის ოლქის ხელმძღვანელმა განაცხადა, ეს იყო უკრაინის თავდასხმის მცდელობა კლინცის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე. მისივე თქმით, კლინცის ნავთობის საწყობის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის ფრაგმენტები საჰაერო სამიზნის განადგურების დროს ჩამოვარდა.

ხანძრის შესახებ პირველ საჯარო ინფირმაციის გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთის თავდაცვამ განაცხადა, რომ ჩამოაგდეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქში.
გარდა ამისა რუსეთის ბრიანსკის ოლქის ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ კიდევ ორი დრონი ჩამოაგდეს.

გუბერნატორი წერს, რომ “ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი პოგარსკის და უნეჩსკის რაიონებში” გაანადგურეს. მისი თქმით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
შეგახსენებთ ბრიანსკის ოლქში ნავთობის საცავი იწვის, მიზეზი, ასევე ადგილობრივი ხელიუსუფლების ცნობით, დრონით თავდასხმაა. რუსეთი ამტკიცებს, რომ დრონი ჩაახშეს მაგრამ “საჰაერო სამიზნის განადგურებისას საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს”. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ, მოხდა 32 ადამიანის ევაკუაცია.

ცეცხლი გაუჩნდა 4 ავზს, TASS წერს, რომ ხანძრის ფართობი ათასი კვადრატული მეტრია.

მსგავსი პოსტები

Back to top button