მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტი პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის კუთვნილი უძრავი ქონების დასაკუთრებას გეგმავს

რუსეთის დიქტატორის იმპერიალისტური მიზნები – ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის კუთვნილი უძრავი ქონების დასაკუთრებას გეგმავს. რუსეთის პრეზიდენტმა მაღალჩინოსნებს დაავალა მოიძიონ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული უძრავი ქონება, რომელიც ოდესღაც ყოფილ რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა.
ოკუპანტმა პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი ორ ბრძანებას, რომელიც საბჭოთა კავშირისა და რუსეთის იმპერიის კუთვნილი უძრავი ქონების მართვას ითვალისწინებს.
პუტინის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ამ ქონების მოძიებისა და სამართლებრივი დაცვის მიზნით დაფინანსება გამოიყოფა, თუმცა დოკუმენტში არ არის მითითებული თანხის ოდენობა და არც ის, თუ რა სახის ქონებაზეა საუბარი.

სპეციალურმა სამსახურმა ეს ქონება უნდა მოიძიოს, მასზე უფლებები გაიფორმოს და იურიდიულად დაიცვას. ასევე, ასეთი ქონება შეინახოს და მას ექსპლუატაცია გაუწიოს. აღნიშნული გადაწყვეტილება საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის – იმ ფონზე, როცა საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ჩეხეთი, ლატვია, ფინეთი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ემორჩილება. მათ უკვე გადააფორმეს საბჭოთა კავშირის ქონება სახელმწიფო საკუთრებაში.

თავისი არსებობის ზენიტში რუსეთის იმპერია მოიცავდა თანამედროვე პოლონეთის და ბალტიის ქვეყნების: ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის, ასევე ფინეთის ტერიტორიებს. იგი 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაემხო. 1922 წელს შეიქმნა საბჭოთა კავშირი, რომელიც იმპერიის დიდ ნაწილს მოიცავდა.
ამასთან რუსმა დეპუტატებმა კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებისთვის კერძო საკუთრების ჩამორთმევას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რუსეთის დუმის სპიკერზე, ვიაჩესლავ ვოლოდინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ყველა, ვინც რუსეთის განადგურებას ცდილობს, ვინც მას ღალატობს, დამსახურებულად უნდა დაისაჯოს და ქვეყანას მიყენებული ზიანი საკუთარი ქონების ფასად აუნაზღაუროს“, – წერს ვოლოდინი „ტელეგრამის“ არხზე.

რუსეთის დუმის სპიკერმა განაცხადა, რომ დასჯის ეს მეთოდი იმ ადამიანებზე გავრცელდება, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების „დისკრედიტაციას“ ახდენენ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვენ და ექსტრემიზმის გავრცელებას უწყობენ ხელს.

ვიაჩესლავ ვოლოდინის ცნობით, რუსეთის დუმა კანონპროექტს ორშაბათს განიხილავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button