არასრულწლოვანზე სავარაუდო მოძალადის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

არასრულწლოვანზე სავარაუდო მოძალადის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდებულის ადვოკატი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამტკიცებს, რომ დაჭრილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან გოგონას გაუპატიურების ფაქტი აღიარა, რასაც აფექტის მდგომარეობა მოჰყვა .
” ვითხოვდი 20 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას, რადგან მან ახლა გააცნობიერა თავისი მოქმედების შედეგი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვარდა აფექტის მდგომარეიბაში, როცა გოგონამ ეს ამბავი უამბო და არასრლწლოვანის მიერ დასახელებული პირისათვის დასმულ კითხვაზე, იყო თუ არა ეს სიმართლე, დადებითი პასუხი მოისმინა”-განაცხადა ჩიქოვანმა.
სასმართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენებაზე, რაც პროკურატურამ მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხით დაასაბუთა.
ამის გარდა, ბრალდების მხარემ საქმის კვალიფიკაცია შეცვალა და საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108- ე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გაგრძელდება.
დაჭრილ მამაკაცს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების ჩადენას ედავება, თუმცა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებია.
საქმეზე წინასაამართლო სხდომა 12 მარტს ჩაინიშნა.