რუსეთს “ძალის ამ პროვოკაციული დემონსტრაციებით ვერ შეაშინებენ”-მოსკოვის თქმით NATO-ს წვრთნები სამხედრო ინციდენტების რისკს ზრდის
NATO-ს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებში დაახლოებით 90 000 სამხედრო ჩაერთვება

ისეთი მასშტაბის წვრთნები, როგორიცაა NATO’s Steadfast Defender 2024, ზრდის სამხედრო ინციდენტების რისკს, მაგრამ ძალის ასეთი პროვოკაციული დემონსტრირებით რუსეთი არ შეშინდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.
სერგეი ლავროვის მოადგილე ამბობს, რომ რუსეთს “ძალის ამ პროვოკაციული დემონსტრაციებით ვერ შეაშინებენ”.და მოსკოვს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ყველა რესურსი აქვს.
“ამ მასშტაბის ნებისმიერი ღონისძიება მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო ინციდენტების რისკს და კიდევ უფრო ახდენს უსაფრთხოების ვითარების დესტაბილიზაციას. მაგრამ ევროპის უსაფრთხოების ინტერესები დღეს ნაკლებად აღელვბეთ მათ, ვინც NATO-ს ხელმძღვანელობას, მათთვის მთავარია, შეინარჩუნონ ამერიკული გავლენის ეს ინსტრუმენტი მსოფლიოში, უკვე წაგებულ ბრძოლაში, დასავლური ჰეგემონიის გასაგრძელებლად.
ძალის ამ პროვოკაციული დემონსტრაციებით ვერ შეაშინებენ და მოსკოვს უსაფრთოხებისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ყველა რესურსი აქვს”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ნატო რუსეთის თავდასხმის სიმულაციის მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს. წვრთნები, სახელად “ურყევი მცველი” (Steadfast Defender), თებერვალში დაიწყება და მათში ეროვნული და მრავალეროვნული სახმელეთო ძალების გაფრთხილებასა და განლაგებაზე გაკეთდება აქცენტი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წვრთნებში მონაწილეობისთვის 90 000 ჯარისკაცის მობილიზებას მოახდენს, რაც ნიშნავს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს ნატო-ს ყველაზე მასშტაბური წვრთნები იქნება.
ალიანსის ქვეყნები ოთხი თვის განმავლობაში განახორციელებენ სხვადასხვა ტიპის მანევრებს ხმელეთზე, ზღვასა და ცაში. სამხედრო სწავლება თვის ბოლოდან დაიწყება.