მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებსა და რუს ოკუპანტებს შორის 80 საბრძოლო შეტაკება მოხდა

ომი უკრაინაში გრძელდება – ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 80 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტმა დონეცკის ოლქის ნოვოგრადივის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე 3 სარაკეტო და 4 საჰაერო დარტყმა განახორციელა. ასევე, განახორციელა 58 შეტევა სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე.

დაღუპულია და დაშავებულია მშვიდობიანი მოსახლეობა. განადგურდა და დაზიანდა 40-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინელები კი მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ საოკუპაციო ჯარებსა და მათ ტექნიკას.
ამასთან ოკუპანტები ყველაზე აქტიურად კუპიანსკის მიმართულებით უტევდნენ.

“გასული დღის განმავლობაში 80 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მთლიანობაში, მტერმა განახორციელა 3 სარაკეტო (S-300 ტიპის მართვადი რაკეტებით დონეცკის ოლქის ნოვოგრადივის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე) და 4 საჰაერო დარტყმა. ასევე, განახორციელა 58 შეტევა სარაკეტო სისტემებიდან ჩვენი ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე. რუსული ტერაქტების შედეგად, დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. განადგურდა და დაზიანდა 40-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა,” – ნათქვამია გენშტაბის დილის ანგარიშში.

მასში ასევე ვკითხულობთ, რომ უკრაინელები მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ საოკუპაციო ჯარებსა და მათ ტექნიკას.

21 იანვარს დილით საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა დონეცკი, რომელსაც რუსეთის ჯარები აკონტროლებენ. დაზიანდა ტექსტილშჩიკის მიკრორაიონი, სადაც ქალაქის ბაზარი მდებარეობს. რუსეთის მიერ დანიშნული ქალაქის მერის, ალექსეი კულემზინის განცხადებით, დაიღუპა ქალაქის 12 მცხოვრები.

ე. წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის დენის პუშილინის თქმით, დაიღუპა 13 და, სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა.

უპილოტო თვითმფრინავმა საბრძოლო მასალა ჩამოაგდო კუიბიშევსკის რაიონში, სადაც სარემონტო ჯგუფი გათბობის მიწოდების მწყობრიდან გამოყვანილ ქსელზე მუშაობდა. დაიჭრა ერთი მექანიზატორი, ხოლო ექსკავატორი დაიწვა.

კულემზინმა თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა. უკრაინის სარდლობას დაბომბვაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსეთის ჯარებმა, თავის მხრივ, გასული 24 საათის განმავლობაში 95 თავდასხმა განახორციელეს ზაპოროჟიეს ოლქზე. შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა და დაინგრა რამდენიმე შენობა. ამის შესახებ განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იური მალაშკომ.

21 იანვარს გამთენიისას რუსულმა ჯარებმა დაბომბეს ხარკოვის რეგიონიც. ოლქის სამხედრო ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, საარტილერიო შეტევა უმსხვერპლოდ დასრულდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button