მნიშვნელოვანირეგიონი

გომბორის უღელტეხილზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა

ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე, ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია.

გზის გარკვეულ მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე, ავტოტრანსპორტისათვის.

კახეთის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თამაზ აბდუშელიშვილის განმარტებით, გომბორზე თოვლი და ქარია.

” მთელი ღამის განმავლობაში გზაზე მუშაობდა ტექნიკა და იყურებოდა ტექნიკური მარილი. მარილის დაყრა, გომბორის უღელტეხილზე, დილითაც გრძელდება, რადგან თოვლია და ქარიც ამოვარდა. ამ მიზეზების გამო, მოძრაობა ამიტომ მოძრაობა შეზღუდულია “- განაცხადა აბდუშელიშვილმა.

გზაზე გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი აკონტროლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button