მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელ-ჰამასის ომთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) გადაწყვიტა, რომ ისრაელმა უნდა „მიიღოს ყველა ზომა, რაც შეუძლია“, რათა თავიდან აიცილოს პალესტინელთა გენოციდი და მიიღოს სასწრაფო ზომები ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
26 იანვარს გამოცხადებულ გადაწყვეტილებაში, გაეროს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეებმა არ დაავალეს ისრაელს ღაზის სექტორში სამხედრო კამპანიის დაუყოვნებლივ შეწყვიტა, როგორც ამას სამხრეთი აფრიკა ითხოვდა. თუმცა სასამართლომ მხარი დაუჭირა სამხრეთ აფრიკის მოთხოვნების უმეტეს ნაწილს.
სამხრეთი აფრიკა სასამართლოს სთხოვდა, მიეღო დროებითი ზომა, რომელიც ისრაელს დაავალდებულებდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ღაზის წინააღმდეგ, რომელიც წამოიწყო ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ.
„სასამართლო აღნიშნავს, რომ სამხედრო ოპერაციას, რომელსაც ისრაელი ახორციელებს, 2023 წლის შვიდი ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, დაღუპულებისა და დაშავებულების დიდი რაოდენობა, ასევე სახლების მასიური განადგურება მოჰყვა“, – აღნიშნა მოსამართლე ჯოან დონოგიუმ.
1200 ისრაელელი, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს 7 ოქტომბერს ჰამასის წევრებმა და აიყვანეს 250-მდე მძევალი, რომელთაგან დაახლოებით 129 ჯერ კიდევ ტყვედ ჰყავთ.
საპასუხოდ ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა, რის შედეგადაც ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 26 000-ს აღწევს, მათ შორის უმრავლესობაა ქალები და ბავშვები. კიდევ 7000 ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი და, სავარაუდოდ, მკვდარი. პალესტინის 2,3 მილიონი მოსახლის დაახლოებით 85% იძულებით გადაადგილებულია.
თურქეთი ელის, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო დაადგენს, რომ ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთი ყურადღებით აკვირდება სასამართლოს გადაწყვეტილებას და „დადებით შედეგს“ ელის.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო დღეს ისრაელის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
ისრაელი აცხადებს, რომ მისი მიზანია მძევლების გათავისუფლება და ჰამასის განადგურება. ის ითხოვდა, სასამართლოს საერთოდ არ მიეღო საქმე განსახილველად, რასაც სასამართლო არ დათანხმდა.
სამხრეთი აფრიკა მიესალმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას „გადამწყვეტი გამარჯვება“ უწოდა.
ღაზის ომთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ისრაელში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, „ჩვენ გავაგრძელებთ საკუთარი თავის და ჩვენი მოქალაქეების დაცვას საერთაშორისო სამართლის დაცვით“.
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი ICJ-ის გადაწყვეტილებას ტვიტერზე გამოეხმაურა და დაწერა: „Hague Shmague“.
ქვეყნის უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ გვირმა სასამართლოს ანტისემიტური უწოდა და ებრაელების დევნის მხარდაჭერაში დასდო ბრალი.
წინასწარი გადაწყვეტილების გამოცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისრაელი უარს არ იტყვის თავდაცვაზე და გააგრძელებს ბრძოლას „ჰამასის“ წინააღმდეგ.
ჰამასის მაღალჩინოსანმა Reuters-ს უთხრა, რომ ICJ-ის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ხელს უწყობს ისრაელის იზოლაციას და ღაზაში მისი დანაშაულების გამოვლენას.
ეს არაა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გენოციდის შესახებ და ამას შესაძლოა, 3-4 წელი დასჭირდეს.
გენოციდის კონვენცია გენოციდს განსაზღვრავს როგორც „აქტებს, რომლებიც ჩადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურების მიზნით“. ის მიიღეს 1948 წლის ნაცისტური ჰოლოკოსტის დროს ებრაელების მასობრივი ხოცვის შემდეგ.