მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 521 ბავშვი დაიღუპა 1 213-ზე მეტი კი დაშავდა

27 იანვრის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 521 ბავშვი დაიღუპა, 1 213-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების თქმით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში:
დონეცკის რეგიონში – 505
ხარკოვის ოლქში – 326
კიევის ოლქში – 146
ჩერნიგოვის ოლქში – 72
ლუგანსკის ოლქში – 67
ნიკოლაევის ოლქში – 97
ხერსონის ოლქში – 132
ზაპოროჟიეს ოლქში – 99
დნეპროპეტროვსკის ოლქი – 777
ლუგანსკის ოლქში – 67
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან, როგორც უკრაინის პროკურატურა ამბობს, აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია.