მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას აღარ აპირებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში მიშელი წერს, რომ მისმა გადაწყვეტილებამ გადადგომაზე ბევრი სპეკულაცია და უკმაყოფილება გამოიწვია და ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
მისივე თქმით, ამას მოჰყვა უკმაყოფილება, როგორც ევროპული საბჭოს შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც. ამიტომ, განმარტავს, რომ არ სურს, მისმა გადაწყვეტილებამ ევროპული საბჭო, როგორც ინსტიტუტი შეარყიოს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობას ბელგიის ლიბერალური პარტიის, „რეფორმისტული მოძრაობის“ სახელით აპირებდა. ის ამ პარტიას 2011-2019 წლებში თავმჯდომარეობდა.

მედიის თანახმად, მიშელის მიერ პოსტის დატოვება აჩენდა შესაძლებლობას, რომ ევროპულ საბჭოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ჩასდგომოდა სათავეში.

თუმცა 26 იანვარს მიშელმა განაცხადა, რომ პოსტს არ დატოვებს. „არ ვიქნები ევროპარლამენტის არჩევნებში კანდიდატი. მთელ ჩემს ძალისხმევას მივმართავ ჩემი ახლანდელი ვალდებულებების სრულყოფილად შესასრულებლად“, – დაწერა მან.

“მივესალმები ყველა პოლიტიკურ კრიტიკასა და ლეგიტიმურ არგუმენტებს. ბუნებრივია, ყველა სიტუაციას აქვს რამდენიმე შესაძლო მხარე, თუმცა ფაქტობრივ არგუმენტებს პირადი თავდასხმები ბევრად აღემატება. ვფიქრობ, რომ ეს ობიექტურ დემოკრატიულ დისკურსს ამახინჯებს და მაიძულებს, დავფიქრდე ჩემი საარჩევნო ვალდებულების მნიშვნელობასა და გავლენაზე, რომელსაც ჩემი ცხოვრების 30 წელი მივუძღვენი, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ახლობელი ადამიანებისთვისაც.

ყველა ამ მიზეზის გამო და იმისთვის, რომ ჩემს მისიაზე ფოკუსი შევინარჩუნო, აღარ ვიქნები ევროპული არჩევნების კანდიდატი. მთელ ჩემს ძალისხმევას მივუძღვნი ჩემს ამჟამინდელ მოვალეობებს, მტკიცე მონდომებით, სანამ მათ ბოლომდე არ მივიყვან. ყოველთვის ვიქნები დემოკრატიული, ძლიერი, ერთიანი ევროპის გულმხურვალე ადვოკატი. ჩემს სამომავლო გეგმებს ამ მანდატის ამოწურვის შემდეგ განვიხილავ”, – დაწერა მიშელმა.

მიშელის თქმით, სამომავლო გეგმების განხილვას მანდატის დასრულების შემდეგ განიხილავს.

მიშელის მოსალოდნელი გადადგომისა და ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ იანვრის დასაწყისში გახდა ცნობილი. მიშელმა იანვარში განაცხადა, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში სურდა მონაწილეობის მიღება და რადგან მისი ახლანდელი პოზიცია ევროპარლამენტის დეპუტატობასთან შეუთავსებელია, პოსტს ვადაზე ადრე ტოვებდა.
დასავლური მედია აღნიშნვდა, რომ მისი თანამდებობიდან ვადაზე ადრე წასვლის გამო, გაჩნდა შანსი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობა დროებით ვიქტორ ორბანს დაეკავებინა, რადგან საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ივლისში სწორედ უნგრეთი ხდება

7 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა. თუ ის არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებდა, თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვება მოუწევდა. Politico წერდა, რომ ევროკავშირის ლიდერები მის შემცვლელზე უნდა შეთანხმდნენ და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიშელის პოსტს უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი დაიკავებდა.
შარლ მიშელი 48 წლისაა. ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტია 2019 წლიდან. მანამდე მას ბელგიის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა

მსგავსი პოსტები

Back to top button