,,რა უნდა დავუწუნო ნახეთ როგორი კაცია,,-ივანიშვილის თქმით ღარიბაშვილმა თითონ მოისურვა გადადგომა

მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვება ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ მან უთხრა ჟურნალისტებს, რომლებიც “ქართული ოცნების” მერვე ყრილობას აშუქებენ.
ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ მოიტყუა, როცა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლებოდა.
“რა უნდა დავუწუნო – მშვენიერი კაცია. არ მომისურვებია, თვითონ მოისურვა”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრის დროს.
გასული წლის ბოლოს, 30 დეკემბერს, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა, პარტია „ქართული ოცნების“ წესდებაში ცვლილება შეიტანეს. ის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს და სწორედ მას მისცეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების უფლება.
მაშინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არ შეიცვლებოდა. ერთი თვის შემდეგ, 29 იანვარს კი, ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა. უფრო ადრე, მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა “მთავარი არხის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ. გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე კი ინფორმაცია დაადასტურა “იმედმაც”.
სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
საჯაროობას არქმევთ მხოლოდ ინტერვიუს. საჯაროდ დაბრუნება კი არა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩაერთო. პოლიტიკაში ჩართვა ნიშნავს, რომ მან მონაწილეობა მიიღო პოლიტსაბჭოს სხდომაში, ყრილობაში, გადაწყვეტილებებში და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ ის ჩაერთო პოლიტიკაში და მისი ეს აქტივობებიც არის საჯარო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს: „სამთავრობო გუნდში როტაციამ დაიმსახურა თუ არა ბიძინა ივანიშვილისგან მოწონება, ივანიშვილი საჯაროდ დაბრუნდა, მაგრამ სიტყვით არ გამოსულა“.
„საჯაროა ნებისმიერი დეპუტატის საქმიანობა და ყველა ინტერვიუს არ იძლევა. მაგრამ, ახლა რაც შეეხება იმას, გადაწყვეტილება ვინ მოიწონა და ვინ არა, რა თქმა უნდა, ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება. ჩვენ პოლიტსაბჭოზე გვქონდა ასეთი საერთო შეთავაზება, რომ მას პრემიერობის პოსტი არ დაეტოვებინა სულ მცირე ზაფხულამდე და ამის შემდეგ, როდესაც უკვე საარჩევნო მარათონი უკვე აქტიურად დაიწყებოდა, შემდეგ ყოფილიყო ეს ცვლილება. მაგრამ მან ასე არჩია, ეს იყო მისი გადაწყვეტილება და საბოლოო თანხმობა მიიღო პოლიტსაბჭოს ყველა წევრისგან. მათ შორის საპატიო თავმჯდომარისგან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს საჯაროდ მეორედ გამოჩნდა პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 30 დეკემბერს მედიასთან თქვა, რომ მთავრობა არ შეიცვლებოდა, თუმცა, ერთი თვის შემდეგ, პრემიერი იცვლება.
სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.