მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტი ზაპოროჟიეში ფრონტის ხაზზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და სოფელ რაბოტინოში უკრაინის შეიარაღებული ძალების 65-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ადგილმდებარეობას ეწვია, ჯარისკაცებს შეხვდა და მედლებით დააჯილდოვა.

შეხვედრას უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალი ალექსანდრ სირსკიც ესწრებოდა.

„ზაპოროჟიეს ოლქი. რობოტინო. 65-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა. დამცველებს ველაპარაკე, მადლობა გადავუხადე და სახელმწიფო ჯილდოები გადავეცი. დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მეომრების მხარდაჭერა და დაჯილდოება. მათ მხრებზე დგას რთული, გადამწყვეტი მისია – უკუაგდონ მტერი და დაიცვან უკრაინა. ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით, მადლობა ყველას!“ – აცხადებს ზელენსკი.

BBC-ის თანახმად, ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ თათბირი გამართა ზაპოროჟიეს ოლქში უსაფრთხოების საკითხზე და მოისმინა სამხედრო მეთაურებისა და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელთა ანგარიშები. პრეზიდენტთან შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს თავდაცვის საკითხები ავდეევკის მიმართულებაზე, ვითარება რაბოტინოს რაიონსა და ფრონტის სხვა მონაკვეთებზე, კრიტიკული ინფრასტრუქტურასა და უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული საკითხები.
2023 წლის აგვისტოს ბოლოს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა უკრაინის სამხედროების მიერ სოფელ რაბოტინოს სრული განთავისუფლების შესახებ. სოფელი რუსეთის ჯარების ერთ-ერთი გამაგრებული რაიონი იყო ორეხოვოს მიმართულებაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button