ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული პეტრე კალაშნიკოვი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
სუს-ის ცნობით, პეტრე კალაშნიკოვის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.
“პეტრე კალაშნიკოვის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.
ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქემ, ქარელის მუნიციპალიტეტის მცხოვრებმა, 23 წლის პეტრე კალაშნიკოვმა ცხინვალის ციხეში 6 თვე გაატარა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით:
„2023 წლის 14 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ორგანოს თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 2001 წელს დაბადებული, ქარელში მცხოვრები პეტრე კალაშნიკოვი და დადგინდა, რომ მან განზრახ გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი ლენინგორის მიმდებარე ტერიტორიაზე“.
მათივე ცნობით, ე.წ. სასამართლომ კალაშნიკოვი დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევაში და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გასული წლის სექტემბერში დაკავებული კალაშნიკოვი ერგნეთის საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს.
„პეტრე კალაშნიკოვის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი”, – ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს 5 მოქალაქეა. მათი გათავისუფლების საკითხს საქართველოს ხელისუფლება დააყენებს ერგნეთში 13 თებერვალს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე.
ცნობისთვის, პეტრე კალაშნიკოვი რუსმა ოკუპანტებმა 2023 წლის 15 სექტემბერს გაიტაცეს.