მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტმა კობახიძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას, რათა სტიქიასთან საბრძოლველად არ შეიქმნას დაბრკოლება, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა. ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრი გახდა.

პრემიერმინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების მოსმენა 5 თებერვალს კომიტეტებში დაიწყო და დღეს პლენარულ სხდომაზე დასრულდა. დეპუტატებმა ირაკლი კობახიძის მეთაურობით, საქართველოს მთავრობის შემადგენლობას 84 ხმით ნდობა გამოუცხადა.

კობახიძე პრემიერმინისტრის კანდიდატად ქართული ოცნების ყრილობაზე წარადგინეს. ის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ჩაანაცვლებს, რომელმაც პოსტი 29 იანვარს დატოვა. ყოფილი პრემიერი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდა.

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამოქმედო გეგმა – “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” წარუდგინა.

ირაკლი კობახიძემ პირველ თებერვალს თქვა, რომ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდება, კერძოდ, ჯუანჯერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს და ამ პოსტზე პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი წარადგინეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button