ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ აცნობეს-პესკოვი
"ყველამ დიდი ხანია დაივიწყა... აზრი არ ჰქონდა მის მოკვლას"-სიმონიანი

ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ აცნობეს, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პეკსოვმა განაცხადა.
როგორც რუსული გამოცემის, „კომერსანტის“ ჟურნალისტი ანდრეი კოლესნიკოვი წერს, მან დიმიტრი პესკოვს ჰკითხა, იცის თუ არა პრეზიდენტმა ნავალნის გარდაცვალების შესახებ.
„დიახ, მას აცნობეს, მედიკოსები გაარკვევენ“, – აღნიშნა პესკოვმა.
ნებისმიერი ვარაუდი იმის შესახებ, რომ კრემლი პასუხისმგებელია ალექსეი ნავალნის სიკვდილზე, სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, ნავალნის გარდაცვალებაზე დასავლელი ლიდერების რეაქცია „ისტერიული“ იყო.
მანამდე, რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა ალექსეი ნავალნის სიკვდილში დასავლეთი დაადანაშაულა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბოლო დროს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს. სოფელი ხარპი, სადაც კოლონიაა განთავსებული, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.
“ყველამ დიდი ხანია დაივიწყა… აზრი არ ჰქონდა მის მოკვლას”, – ამის შესახებ პუტინის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი წერს და რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალებას ეხმაურება.
“…ველოდებოდი, ვინ იტყოდა პირველი, რომ ეს “პოლიტიკური მკვლელობა” იყო. როგორც ჩანს, Guardian პირველია. მაგრამ ოსკარი მაინც ლატვიაში მიდის – მათ ამას “ბრუტალური მკვლელობა” უწოდეს. არც კი დავიწყებ მათთვის იმის ახსნას, რომ ყველამ დიდი ხანია დაივიწყა, რომ აზრი არ ჰქონდა მის მოკვლას, მითუმეტეს, წინასაარჩევნოდ, რომ ეს სრულიად საპირისპირო ძალებისთვის იქნებოდა სასარგებლო. რატომ ხსნიან, როცა უკვე მშვენივრად იციან ეს ყველაფერი”… – წერს სიმონიანი. , – ამის შესახებ პუტინის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი წერს და რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალებას ეხმაურება.
შეგახსენებთ სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.
ნავალნი 47 წლის იყო.
“16 თებერვალს N3 გამოსასწორებელ კოლონიაში მსჯავრდადებულმა ნავალნიმ სეირნობის შემდეგ თავი შეუძლოთ იგრძნო, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება. დაუყოვნებლივ მივიდნენ დაწესებულების მედიკოსები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იქნა გამოძახებული”, – აღნიშნულია რელიზში.
უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: “გარდაცვალების მიზეზი დგინდება”.
14 თებერვალს პოლიტიკოსის პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ნავალნი ოცდამეშვიდედ ე.წ. საჯარიმო იზოლატორში, ანუ სამარტოო საკანში გადაიყვანეს.
ალექსეი ნავალნის ადვოკატი ლეონიდ სოლოვიოვი Novaya Gazeta-სთან ამბობს, რომ ოჯახის გადაწყვეტილებით კომენტარს არ აკეთებს.
“ახლა ვერკვევით. ალექსეისთან ადვოკატი ოთხშაბათს [ორი დღის წინ] იყო. მაშინ ყველაფერი ნორმალურად იყო”, – თქვა ადვოკატმა.
საგამოძიებო კომიტეტმა ნავალნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.
ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.
2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. ცნობილია, რომ ნავალნი ციმბირში, განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს. სადაც სადამსჯელო საკანში გარდაიცვალა, ის 2023 წლის დეკემბერში გადაიყვანეს. ნავალნი 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.
ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.
3 კოლონიაში, რომელსაც “პოლარულ მგელსაც” უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.
აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.
სადამსჯელო იზოლატორის საკნის პირობები განსაკუთრებით მკაცრია: პატიმრებს არ აძლევენ თეთრეულს, ეკრძალებათ შეხვედრა ახლობლებთან, სატელეფონო საუბრები, ამანათების მიღება გარედან, სეირნობა და სურსათის შეძენა მაღაზიაში.