მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის სარკინიგზო ხიდზე აფეთქება მოხდა

დღეს, 4 მარტს დილით, აფეთქება მოხდა რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ჩაპაევსკთან მდებარე სარკინიგზო ხიდზე. აფეთქების შედეგად დაზიანდა სარკინიგზო ხიდი და მატარებლების მიმოსვლა შეჩერედა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ხიდით რუსეთი სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირებას ახდენდა.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები „კუიბიშევის რკინიგზის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით წერენ, რომ „მიმოსვლა შეაფერხა სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაობაში გარეშე პირების უკანონო ჩარევამ“. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ თანახმად, წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია ხიდის საყრდენი კონსტრუქციები.
აფეთქების შედეგად ბეტონის საყრდენი, წინასწარი ცნობებით, არ ჩამონგრეულა. მომხდარის შედეგად დაშავებულები არ არიან.

ხიდის „მწყობრიდან გამოყვანა“ დაადასტურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ, რომელსაც აფეთქებაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა არ აუღია. მისი განცხადებით, აგრესორი სახელმწიფო რკინიგზის ამ ხაზს იყენებდა სამხედრო ტვირთების, კერძოდ, ქალაქ ჩაპაევსკის ქარხანა „პოლიმერში“ დამზადებული საინჟინრო საბრძოლო მასალების ტრანსპორტირებისთვის. უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ხიდის დაზიანებების გათვალისწინებით, მას დიდხანს ვერ გამოიყენებენ.

მოგვიანებით რუსულ ტელეგრამარხებში გავრცელდა ცნობა, რომ სამარის ოლქში, რკინიგზის ხაზზე კიდევ რამდენიმე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button