მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა. „ევროპის სახალხო პარტიამ“ დღეს გამართულ პარტიის ყრილობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას 400 ხმით 89-ის წინააღმდეგ მხარი ოფიციალურად დაუჭირა. ის ევროპის სახალხო პარტიის ერთადერთი კანდიდატი იყო.
„აქ, სახლში პუტინის მეგობრები ცდილობენ, გადაწერონ ჩვენი ისტორია და მოგვპარონ მომავალი. კლავიატურას ამოფარებულნი, ისინი სიძულვილს ავრცელებენ. ჩვენი მშვიდობიანი და ერთიანი ევროპა პოპულისტების, ნაციონალისტების, დემაგოგების მხრიდან გამოწვევის წინაშეა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სიტყვით გამოსვლისას.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტის დაკავებას რიგით მეორე, ხუთწლიანი ვადით შეეცდება.

ბუქარესტში გამართულ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ევროკავშირის წინაშე მთავარ გამოწვევებს შორის “უკრაინაში ომი, ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილური ვითარება რომელიც ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიაციას იწვევს და ჩინეთის აღზევება” დაასახელა.
ევროპარლამენტის არჩევნები ივნისის დასაწყისში გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button