მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის სამ ოლქში უკრაინული დრონებით თავდასხმა იყო-რუსეთის თავდაცვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ გასული ღამის განმავლობაში 6 უკრაინული დრონით შეტევა მოიგერიეს. უწყება წერს, რომ ერთი დრონი შეაჩერეს კურსკის ოლქის თავზე, 3 გაანადგურეს ბრიანსკის ოლქში და 2 ტულას ოლქში.
ტულის ოლქის თავზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა, – ინფორმაციას რუსული მედია ტულის ოლქის რეგიონული უსაფრთხოების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„6-7 მარტის ღამეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ტულის ოლქის თავზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში განმარტავენ, რომ წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას ინფრასტრუქტურის ნგრევა და მსხვერპლი მოჰყოლია.

ცნობისთვის, გუშინ დრონით თავდასხმის შედეგად, კურსკის ოლქში სამთო-გადამამუშავებელ ქარხანაში, საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა. ქარხანა არის რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი რკინის მადნის მოპოვებისა და გადამუშავების საწარმო. ის ეკუთვნის კომპანია “Металлоинвест”-ს რომელიც ეკუთვნის მილიარდერ ალიშერ უსმანოვს.

7 მარტს რუსეთში, ვოლოგდის ოლქის ქალაქ ჩერეპოვეცში, აფეთქება მოხდა „სევერსტალის“ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა „ჩერეპოვეცკაია ისტინა“ იტყობინება. მისი თქმით, დრონის თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი ინდუქციური ღუმელი აფეთქდა.

მოგვიანებით დრონის თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გეორგი ფილიმონოვმა დაადასტურა. მისი თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, საწარმო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. „სევერსტალში“ ადრე იტყობინებოდნენ, რომ საწარმოში ტექნოლოგიური ინციდენტი მოხდა. კომპანიის ცნობით, ერთ-ერთი ბლოკი ექსპლუატაციიდან იქნა ამოღებული „ადრე დაგეგმილი რემონტისთვის“. ცნობაში არ არის ნახსენები დრონის თავდასხმა.

უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომის ფონზე რეგულარულად ხორციელდება დრონებით თავდასხმები რუსეთის რეგიონებსა და საწარმოებზე.

ჩერეპოვეცის მეტალურგიული კომბინატი არის „სევეროსტალ როსიისკაია სტალის“ დივიზიონის საკვანძო აქტივი.

შეგახსენებთ, რუსული მედია თითქმის ყოველდღე ავრცელებს ინფორმაციას ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე უკრაინული დრონებით თავდასხმის შესახებ.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ კარელიის რესპუბლიკაში უკრაინული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს.

უწყების მტკიცებით, ტერაქტის მზადებაში მონაწილეობდა უკრაინული სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ბელარუსის მოქალაქე, რომელიც ბელარუსში აკრძალული ნაციონალისტური ფორმირების წევრი იყო და საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა.

როგორც „ფეესბეში“ აცხადებენ, ის, კურატორების მითითებით, ქალაქ ოლონცში ერთ-ერთი ადმინისტრაციული შენობის აფეთქებას გეგმავდა.

დაკავების დროს მამაკაცმა უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა, ის ადგილზევე მოკლეს.

ტელეგრამ-არხებში გავრცელებული ცნობებით, მოკლული ბელარუსი 49 წლის ნიკოლაი ალექსეევია. ბელარუსული გამოცემა „ნაშა ნივა“ წერს, რომ ის 2020 წლის ანტისახელისუფლო გამოსვლების მონაწილეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button