მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა-პუტინის აგრესიას ბოლო 2 წელში უკვე 60 ქართველი მებრძოლი შეეწირა

უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ქართული ლეგიონის კიდევ ორი მებრძოლი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდაცვლილები არიან ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი. ქართული ლეგიონის ინფორმაციით, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი ფრონტის ხაზზე, საბრძოლო დავალების შესრულების დროს დაიღუპნენ.

„ფრონტის ხაზზე საბრძოლო დავალების შესრულების დროს ქართული ლეგიონის მეომრები, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი დაიღუპნენ. “ქართული ლეგიონი“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. დიდება გმირებს!“,- აღნიშნულია „ქართული ლეგიონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პუტინის აგრესიას უკრაინაში, ბოლო 2 წელში უკვე 60 ქართველი მებრძოლი შეეწირა.

მსგავსი პოსტები

Back to top button