მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 745-ე დღე- ოკუპანტის საბრძოლო დანაკარგები ბოლო 24 საათში 900 ადამიანია

რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 745-ე დღეს, 73 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ბოლო მონაცემებით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგები, ბოლო 24 საათში 900 ადამიანია.
მტერმა 5 სარაკეტო და 95 საჰაერო დარტყმა განახორციელა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები.

რუსებმა ხარკოვის ოლქში, ქალაქ ბოგოდუხივში სამედიცინო ბანაკი დაბომბეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ სინებუგოვი, ავრცელებს. გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ მირნოგრადს სამი რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის არმიამ სარაკეტო შეტევა, სავარაუდოდ, S-300 რაკეტებით განახორციელა
არსებული ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის დამო, 2 000-ზე მეტი აბონენტი გათბობის გარეშე დარჩა. დაზიანდა 10 მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა.
რეგიონული პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სერიოზულად დაზიანდა სულ მცირე 17 მრავალსართულიანი შენობა და 27 ავტომობილი.
ამასთან რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ინფორმაციას ქვეყნის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჭურვი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან აფეთქდა, რა დროსაც საკუთარ ეზოში მყოფი, 63 წლის კაცი დაშავდა.
“ოკუპანტები თავს დაესხნენ ჩასოვ იარს. მრავლობითი ჭრილობის გამო დაიღუპა 46 წლის კაცი. კიდევ ერთი თავდასხმის დროს დაშავდა 68 წლის ქალი – მან დაზიანებები გულმკერდის არეში მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მორიგი თავდასხმის დროს დაშავდა 57 წლის კაცი, ხოლო მოგვიანებით ნაღმის აფეთქების შედეგად დაშავდა 29 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით და მოტეხილობით გადაიყვანეს”, – აცხადებენ პროკურატურაში.
რუსების თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ასევე კერძო სახლებიც. პროკურატურამ დონეცკის ოლქზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button