მნიშვნელოვანისიახლეები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა პოსტები დატოვეს

ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს.ჯერჯერობით, უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ იმაზე, თუ ვინ დაიკავებს მინისტრის მოადგილეების თანამდებობებს.

თამარ გაბუნია კი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ისევ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

მხეიძემ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე, თამარ ბარკალაია თებერვალში შეცვალა, ილია ღუდუშაური კი მინისტრის მოადგილედ 2022 წელს დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერმა კობახიძემ ჯანდაცვის ახალ მინისტრად გუშინ მიხეილ სარჯველაძე დანიშნა, დღეს კი ის თანამშრომლებს წარუდგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button