მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ღაზაში ომს ბოლო არ უჩანს-ომის დაწყებიდან პალესტინელთა შორის მსხვერპლის საერთო რიცხვი 31 112 ადამიანს აჭარბებს

ღაზაში ომს ბოლო არ უჩანს, პალესტინელებმა 11 მარტს დაიწყეს წმინდა თვის, რამადანის მარხვა – სექტორში გაღრმავებული შიმშილისა და მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის გამო ისრაელზე მზარდი ზეწოლის ფონზე.

აშშ, კატარი და ეგვიპტე იმედოვნებდნენ, რომ რამადანის დაწყების წინ შეძლებდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას, რასაც უნდა მოეცვა ისრაელელი მძევლების და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება და ღაზაში ბევრად მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანა. თუმცა მოლაპარაკება გასულ კვირაში ჩიხში შევიდა.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში საავადმყოფოებში მიიტანეს ისრაელის თავდასხმების შედეგად მოკლული 67 ადამიანის ცხედრები – ომის დაწყებიდან პალესტინელთა შორის მსხვერპლის საერთო რიცხვი 31 112 ადამიანს აჭარბებს. ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო მსხვერპლის მონაცემში ერთმანეთისგან არ ყოფს სამოქალაქო პირებსა და მებრძოლებს, თუმცა ამბობს, რომ მსხვერპლის ორი მესამედი მოდის ქალებზე და ბავშვებზე.

ომს ბიძგი მისცა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის მხრიდან 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილმა იერიშმა, რასაც 1200-მდე ადამიანი შეეწირა, უმეტესად სამოქალაქო პირები, 250-მდე ადამიანი მძევლად აიყვანეს. გავრცელებული ცნობებით, ჰამასის ტყვეობაში 100-მდე ადამიანი რჩება

ეგვიპტემ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება საჰაერო გზით ჩაუშვა.
„რამადანის დღესასწაულის დაწყებასთან დაკავშირებით, ეგვიპტე აძლიერებს ღაზის სექტორში ტონობით დახმარების ჩაშვებას“, – აცხადებენ სამინისტროში.
ეგვიპტე ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყნიდან, რომელიც საჰაერო გზით აგზავნის დახმარებას ღაზის სექტორში.
გაერო-ს მონაცემებით, გაუარესებული ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, ღაზის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი შიმშილის ზღვარზეა.

კვიპროსიდან ღაზის სექტორის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული პირველი გემი გაემართა.
არასამთავრობო ორგანიზაციის, „მსოფლიო ცენტრალური სამზარეულოს” ინფორმაციით, რამდენიმეკვირიანი მზადების შემდეგ 200 ტონა საკვები შეგროვდა.
„მსოფლიო ცენტრალური სამზარეულო“ თანამშრომლობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, კვიპროსთან და ესპანურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, „ოფენ არმსთან“.
ჰუმანიტარული დახმარების გემიდან ხმელეთზე გადასატანად ღაზაში, ამ დრომდე გაურკვეველ ადგილას აშენდება დროებითი ნავსადგური. ჰუმანიტარული ჯგუფები ამბობენ, რომ ისრაელის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ტერიტორიის დიდ ნაწილზე დახმარების მიწოდება თითქმის შეუძლებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button