მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“სამშვიდობო გეგმები რუსეთის მონაწილეობის გარეშე არანაირ შედეგს არ გამოიღებს”-თურქეთის პრეზიდენტი

“სამშვიდობო გეგმები რუსეთის მონაწილეობის გარეშე არანაირ შედეგს არ გამოიღებს,” – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა.

“უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერის გამოხატვით, ჩვენ უკვე ვთქვით, რომ სამშვიდობო გეგმები, რომლებიც გამორიცხავს რუსეთს, არანაირ შედეგს არ გამოიღებს,” – განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, თავიდან უნდა იქნას არიდებული ყველა ნაბიჯი, რაც კონფლიქტის ესკალაციას ან მის გაფართოებას გამოიწვევს.
როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ანკარა მიიჩნევს, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ყველა ნაბიჯი, რომელიც კონფლიქტს ნატო-ს წევრ ქვეყნებზე გაავრცელებს, თუმცა თურქეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ამაში რას გულისხმობდა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარა გააგრძელებს მუშაობას შავი ზღვის მარცვლეულის გაუქმებული შეთანხმების აღსადგენად, რომელიც მოსკოვსა და კიევს შორის გაეროსთან შუამავლობით დადო.

“ჩვენ ვმუშაობთ შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოების აღსადგენად და მარცვლეულით ვაჭრობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მიგვაჩნია, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ნაბიჯები, რომლებიც გაამწვავებს კონფლიქტებს რეგიონში, რომელიც ასევე გავრცელდება NATO-ზე”, – განაცხადა მან.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ამ თვის ბოლოს არჩევნების შემდეგ უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში 8 მარტს ჩავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button