მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გაერო-ს 50-ზე მეტი სახელმწიფო მათ შორის საქართველო გმობს რუსეთის მცდელობას ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში

გაერო-ს 50-ზე მეტი სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, გმობს რუსეთის მცდელობას, ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში. შესაბამისი ერთობლივი განცხადება გაერო-ში უკრაინის ელჩმა, სერგეი კისლიცამ წაიკითხა.

“ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის არალეგიტიმურ მცდელობებს, გამართოს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დროებით ოკუპირებულ რაიონებში. არჩევნების ჩატარება გაერო-ს წევრი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მისი ნებართვის გარეშე არის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის უპატივცემულობა. ასეთი არჩევნები საერთაშორისო სამართლით ლეგიტიმურ არ არის“, – განაცხადა გაერო-ში უკრაინის ელჩმა, სერგეი კისლიცამ.

როგორც მან აღნიშნა, ერთობლივი განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს აგრესიის ომი და დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.
ბრიფინგის დროს სერგეი კისლიცას სოლიდარობის ნიშნად გვერდში ედგა გაერო-ში 56 ქვეყნის ელჩი.
კისლიცას თქმით, ერთობლივი განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარებას გმობს, – ამის შესახებ განცხადება გაერო-ს პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა გაავრცელა.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გენერალური ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციების მიხედვით, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგული რჩება“, – განაცხადა გაერო-ს პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა.

გაერო-ს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის მცდელობას საერთაშორისო სამართლის მიხედვით იურიდიული ძალა არ გააჩნია.

შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. „არჩევნები“ მიმდინარეობს ანექსირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კიევმა მოუწოდა უკრაინელებს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ან იძულებულნი არიან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, „არ მიიღონ მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის „ფსევდოარჩევნებში“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. 71 წლის პუტინი, რომელიც რუსეთს 24 წელია მართავს, პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას კიდევ ექვსი წლით აპირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button