რეკლამა

 

მოუსმინეთ ჩვენს მომზადებულ, პარტნიორების სარეკლამო აუდიორგოლებს

რატომ რადიორეკლამა?

რადიომ დროს გაუძლო… თუ სხვა მედია კვდება და მოიძებნა არაერთი პლატფორმა მის გადასარჩენად, რადიომ გაუძლო ასწლეულის გამოწვევებს და კვლავ პოპულარულია,განსაკუთრებით ავტობილებსა და საქართველოს რეგიონებში.

რადიო დღევანდელ ახალ რეალობაში ყველა კვლევის მიხედვით, დედაქალაქში ავტომობილის მართვისას უალტერნატივო საინფორმაციო წყაროა. საქართველოს რეგიონებში კი ამ დრომდე შეუცვლელი მედიასაშუალება.

რატომ ჩვენი მედიაჰოლდინგი ?

მედიაჰოლდინგ ჰერეთის დირექტორის რამაზ სამხარაძის მიმართვა მსმენელს, ამჟამინდელ და პოტენციურ პარტნიორებს

 

აღიარება – მედიაჰოლდინგი ჰერეთის რადიოსადგურები არის დამოუკიდებელი,მიუკერძოებელი და ობიექტური საინფორმაციო პოლიტიკის მატარებელი.

ყველა კვალიფიციური კვლევის მიხედვით, (მათ შორის TNS-2015წ და გაეროსა და ევროკავშირის მიერ დაკვეთილი კვლევებით 2011-2020 წწ.) – ჰერეთი გამოირჩევა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და მსმენელის ნდობის მაღალი რეიტინგით.

ჰერეთის თანამშრომლები არაერთი საერთაშორისო სწავლებების და გაცვლითი პროგრამების მონაწილენი არიან, მათ შორის ევროპის წამყვან ქვეყნებსა თუ აშშ-ი, რამაც მედიაჰოლდინგი მზარდად განავითარა.

ჩვენ, 23 წელზე მეტია მსმენელი გვენდობა და გვისმენს.

პოპულარულები ვართ როგორც დედაქალაქში ავტომობილებში, ასევე საქართველოს რეგიონებში – ამას მოწმობს უამრავი გამოხმურება და არაერთი კმაყოფილი სარეკლამო დამკვეთი, რომელიც მრავალი წელია უკვე გახდნენ ჩვენი მეგობრებიც.

მუდმივად მზად ვართ მოვერგოთ თქვენს რეალობას და ერთად გავუმკლავდეთ გამოწვევებს,ვიყოთ ღირსეული პარტნიორები

ხარისხი – ჩვენთან დიდი ყურადღება ეთმობა ხარისხს, როგორც შინაარსობრივად ასევე ტექნიკური მახასიათებლებით. ყველა დროის საუკეთესო მუსიკა, ახალი ჰიტები, მოკლე გადაცემები და რუბრიკები. რადიოების განსაკუთრებული ჟღერადობა გამოარჩევს FM-ზე სხვა მაუწყებლებისგან.

ჩვენი რადოები გამოირჩევიან ახალი ამბების ხარისხის თვალსაზრისითაც – მიუკერძოებელი, დაბალანსებული, ეთიკური და ამავდროულად კრიტიკული და პროაქტიული.

“ის რაც ამ წუთებში ხდება” – მარტივი, გასაგები ენით გადმოცემის სტანდარტი, რომელიც მოვლენების შუაგულიდან აშუქებს მიმდინარე თემებს, სადაც ყველას უფლება დაცულია.

სეგმენტი – ჩვენი სადგურები გათვლილია 16-70 წლამდე ადამიანებისთვის,საშუალო და მაღალი სეგმენტისთვის – ვისთვისაც მნიშვნელოვანია ხარისხი, იღებს თავად გადაწყვეტილებებს და არის მსყიდველუნარიანი.

რადიო მნიშვნელოვანი მედიაა ასევე რეგიონებში მცხოვრებთათვის, ფერმერებისა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ჩვენს დაფარვის არეალში პოტენციურად 2 მილიონზე მეტი აუდიტორიაა. 

ჩვენი მიზანია სარეკლამო კამპანია ზუსტად მოვარგოთ თქვენს სურვილებს და მიზნობრივ აუდიტორიას. 

ჩვენ ვყიდით რეკლამას და არა ახალ ამბებს.

მზად ვართ ნებისმიერი ერთობლივი პროექტის და იდეის განხორციელებისთვის!

დარეკეთ: 032 20 33 935  ან  577 50 10 28,  599 995 935 

Back to top button