მნიშვნელოვანირეგიონი
46 წლის მამაკაცმა ურიერთშელაპარაკების დროს მეუღლე და მისი არასრულწლოვანი ნათესავი დაჭრა

ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ახმეტაში მამაკაცი დააკვეს.
46 წლის მამაკაცმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, ურიერთშელაპარაკების დროს მეუღლე და მისი არასრულწლოვანი ნათესავი დაჭრა.
შემთხვევის შემდეგ, მამაკაცი ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მამაკაცი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.