მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს მთავრობამ მოსკოვში მომხდარი შემზარავი ტერორისტული აქტი დაგმო

მოსკოვში მომხდარ თავდასხმას საქართველოს მთავრობა ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. მთავრობა უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

“საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,” – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს მოსკოვში, Crocus City Hall-ში სროლისა და ხანძრის შედეგად, დაიღუპა 60-ზე მეტი და დაშავდა 145-მდე პირი. თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ჯგუფ “პიკნიკის” კონცერტი მიმდინარეობდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხალხი საკონცერტო დარბაზში იჯდა და კონცერტის დაწყებას ელოდებოდა, როცა დარბაზში სროლა დაიწყო.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში მომხდარ ტერაქტში, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button