მოსკოვი ადასტურებს, რომ ვაშინგტონმა მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

რუსეთის სპეცსამსახურებში აცხადებენ, რომ შეერთებულმა შტატებმა მოსალოდნელი ტერაქტის მზადების შესახებ მოსკოვს ინფორმაცია ნამდვილად გადასცა, – ამის შესახებ სააგენტო “ტასი” წერს.
“სპეცსამსახურის განცხადებით, ასეთი ინფორმაცია მიიღეს, თუმცა ის ზოგადი ხასიათის იყო, რაიმე კონკრეტიკის გარეშე”, – წერს მედიასაშუალება.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერის, ედრიენ უოთსონის განცხადებით: “ამ თვის დასაწყისში, აშშ-ის მთავრობას ჰქონდა ინფორმაცია მოსკოვში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ, პოტენციური სამიზნეს ფართო შეკრებები, მათ შორის კონცერტები წარმოადგენდა, რამაც უბიძგა სახელმწიფო დეპარტამენტს, გამოეცა საჯარო გაფრთხილება რუსეთში მყოფი ამერიკელებისთვის. აშშ-ის მთავრობამ ასევე გაუზიარა ეს ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას, როგორც ამას “გაფრთხილების ვალდებულების“ პოლიტიკა ითვალისწინებს”.
22 მარტს, მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის მხვერპლთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტის უფროსი მარია ზახაროვა, მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან დაკავშირებით თეთრი სახლის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თეთრ სახლს არ აქვს უფლება, გასცეს ვინმესთვის ინდულგენციები:
“თეთრი სახლის განცხადებით, ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ უკრაინა ან უკრაინელები დაკავშირებული არიან ტერაქტთან მოსკოვში. რის საფუძველზე აკეთებენ ვინმეს კავშირის არქონაზე რამე დასკვნებს ვაშინგტონის ოფიციალური პირები ტრაგედიის დროს? თუ აშშ-ს აქვს ან ჰქონდა სარწმუნო მონაცემები ამასთან დაკავშირებით, მაშინ აუცილებელია მათი რუსული მხარისთვის დაუყოვნებლივი გადაცემა. თუ ასეთი მონაცემები არ აქვს, მაშინ თეთრ სახლს არ აქვს უფლება, გასცეს ვინმესთვის ინდულგენციები. როგორც რუსეთის ხელმძღვანელობამ განაცხადა, ტერაქტთან კავშირში მყოფ ყველა პირს კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ,”- აცხადებს ზახაროვა.
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, გარდაცვლილთა ცხედრები კომპლექსის ტერიტორიაზე ნანგრევებში აღმოაჩინეს, სადაც სამძებრო-გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
რუსულ მედია საშუალებებში ვრცელდება ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელის დაკითხვის კადრები.
ეჭვმიტანილის თქმით, მას ტერაქტის განსახორციელებლად 500 ათასი რუბლი გადაუხადეს. დამკვეთი კი მას „ტელეგრამის“ საშუალებით დაუკავშირდა და თანხის ნახევარი საბანკო ბარათზე ჩაურიცხა. თავდასხმისთვის მომზადებას კი, ერთი თვის განმავლობაში გადიოდნენ.
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. ამასთან სოციალურ ქსელში ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აღნიშნულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდამსხმელთა ლიდერმა გაქცევა შეძლო.
ამასთან, როგორც მსოფლიო მედია წერს, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება იდენტიფიცირება, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული სოციალური ქსელის ანგარიში დაჯგუფების ოფიციალურ წარმომადგენლობას.
როგორც „ბიბისი“ წერს, „ისლამურ სახელმწიფოს“ ადრეც არაერთხელ აუღია პასუხისმგებლობა იმ თავდასხმებზე, რომელთანაც რეალურად კავშირი არ ჰქონია.
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად 40 ადამიანია დაღუპული. ამასთან, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 146 ადამიანი.