რეგიონი
გუდაუთის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

25 მარტს, დილის საათებში ოკუპირებულ აფხაზეთში,გუდაუთის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი შეეწირა.
ასევე დაშავდა ერთი პირი.
ამის შესახებ ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება.
ამავე ცნობით, ფსოუ-ენგურის გზატკეცილის 59-ე კილომეტრზე, “ტოიოტას” მარკის ავტომობილი გზატკეცილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევა, დაახლოებით, 10:30 საათზე მოხდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი მოტეხილობით გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.