მოსკოვში, „Crocus City Hall“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა

მოსკოვის ოლქში საკონცერტო დარბაზ „ Crocus City Hall-ის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ გამოაცხადა, რომ გარდაიცვალა ერთ-ერთი დაშავებული, რომელიც საავადმყოფოში იმყოფებოდა.
„80 დაშავებული, მათ შორის 6 ბავშვი, საავადმყოფოებში რჩება. სამწუხაროდ, ერთ-ერთი დაშავებული, რომელიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო, გარდაიცვალა. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს“, – განაცხადა მიხაილ მურაშკომ.
მინისტრის სიტყვებიდან ჩანს, რომ საავადმყოფოებში რჩება ტერაქტის შედეგად დაშავებული 76 ადამიანი. ოთხი მათგანი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. 19 ადამიანი, მათგან სამი ბავშვი, უბრალოდ მძიმე მდგომარეობაში. 34-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა.
26 მარტს რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს თანამშრომლებმა დაასრულეს დამწვარი საკონცერტო ცენტრის ნანგრევების გაწმენდა. როგორც იტყობინებიან, ახალი გვამების ძებნა არ მიმდინარეობს. დაღუპულთა წინასწარ სიაში მითითებულია 120 ადამიანი, რომლებიც უკვე ამოიცნეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა.
ხალხი ათვალიერებს დუბროვკის თეატრში მიუზიკლ “ნორდ-ოსტის” დროს დახოცილი ადამიანების პორტრეტებს. მოსკოვი, 2020 წლის ოქტომბერი
22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი”).
იტყობინებიან, რომ დაკავებულია 12 ეჭვმიტანილი. ოთხ პირს, რომლებიც ტაჯიკეთიდან არიან, ტერაქტში უშუალო მონაწილეობაში ადანაშაულებენ, დანარჩენებს კი – მათ დახმარებაში. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, თავდამსხმელებს შესაძლოა უკრაინა ეხმარებოდა.
ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. როგორც სააგენტო Bloomberg-ი იტყობინება, რუსეთის პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვაში არ სჯერათ ამ ვერსიისა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ პუტინი ცდილობს, კიევს გადააბაროს მომხდარისთვის საკუთარი პასუხისმგებლობა.
კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა უარი თქვა ეპასუხა ჟურნალისტების შეკითხვისთვის, რატომ ეტყობათ ეჭვმიტანილებს წამების კვალი.
თავდასხმა საკონცერტო დარბაზში 22 მარტის საღამოს მოხდა . შეიარაღებულმა პირებმა შენობაში ცეცხლი გახსნეს.
შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა გასულ პარასკევს მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.