მნიშვნელოვანისიახლეები

“რუსული კანონის” წინააღმდეგ პროტესტი 8 აპრილს დაიწყება

პარლამენტის წინ, სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზაციებმა – “ტალღა” და “ჯიუტი” „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით საორგანიზაციო შეხვედრა გამართეს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო საორგანიზაციო შეხვედრა, რომელზეც პროტესტის ფორმებსა და მოქმედების გეგმებზე ილაპარაკეს.

მათ პლაკატებიც მიიტანეს წარწერებით: „რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი“, „თავისუფლება ლაზარეს“, „ორი წელი ჯიუტად ევროპისკენ“. შეკრებილებს სიტყვით მიმართა აქტივისმა ნატა ფერაძემ.
დღევანდელ შეკრებაზე ორგანიზატორებმა პარლამენტის წინ შეკრებილებს მოუწოდეს, ორშაბათს პარლამენტის შენობისკენ ბანერებით მივიდნენ, რადგან მათი ინფორმაციით, შესაძლოა, პარლამენტმა სწორედ 8 აპრილს, განიხილოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი.

“ორშაბათს შესაძლებელია ამ კანონპროექტის განხილვა იყოს, ამიტომ მაქსიმალური ხმაურით და ბანერით მივიდეთ. კამპანია უნდა ვაწარმოოთ და მინდა, რომ ყველანი იყოთ მზად დიდი, გრძელი კამპანიისთვის, რომელიც იქნება კარგად ორგანიზებული”, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ.

სამოქალაქო მოძრაობის “ჯიუტი” ერთ-ერთი წევრის, ლაშა ჯანჯღავას განცხადებით, მათი პროტესტი იქნება თანმიმდევრული და დემოკრატიული.

“ერთიანობით უნდა შევძლოთ ის რუსული ჭანჭიკი, რაც არის “ქართული ოცნების” სახით დღეს ხელისუფლებაში, მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ მოვიშოროთ.

ჩვენ გვექნება დემოკრატიული პროცესი. შექმნილი გვაქვს ჯგუფი “ფეისბუქზე”, სადაც იმ ადამიანებს , რომლებიც დაინტერესდებიან, შეუძლიათ ჩაერთონ ამ პროცესში. ჩვენს ნებისმიერ ნაბიჯს ასე დემოკრატიულად გადავწყვეტთ. ყველაფერს დაინახავთ ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველაფერს გადაწყვეტს ის ქართული საზოგადოება, რომლის ისტორიული არჩევანია ევროპა. დღეს იქნება საორგანიზაციო ხასიათის შეკრება”, – განაცხადა ლაშა ჯანჯღავამ.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი წარმომადგენლები რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ .

კერძოდ, განცხადებით ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ არ მიიღონ “ანტისახელმწიფოებრივი, ანტიევროპული და პრორუსული კანონი”, რადგან ის მთლიანი საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, საზიანო იქნება.

ისინი წერენ, რომ ეს კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ამასთანავე, აცხადებენ, რომ შშმ პირთა მიზანი ევროკავშირი და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებაა.

განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი წარმომადგენლები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. აღნიშნული კანონი დააზიანებს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ მთელ მოსახლეობას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც კიდევ უფრო მოწყვლადები ვართ. ხელს შეუშლის თემში არსებული განსხვავებული აზრის არსებობას, რადგან მაშინაც კი, როდესაც გვაქვს რატიფიცირებული გაეროს შშმ პირთა უფლებათა კონვენცია, არაა უზრუნველყოფილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ჩართულობა. ზემოხსენებული თემი მჭირდროდაა დაკავშირებული არასამთავრობო სექტორთან, რომელიც ფინანსდება უცხოური დონორების მხრიდან. ცნობილია, რომ ძირითადად სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდება შშმ პირთა დასაქმება, მათი ინფორმირება და მხარდამჭერი სერვისების ჩამოყალიბება/მიწოდება. სწორედ ხსენებული დაფინანსებების დამსახურებაა რომ გვაქვს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა კონვენცია რატიფიცირებული, სახელმწიფო ინსტიტუციების დონეზე ჩართულობის უზრუნველსაყოფად არსებული საკონსულტაციო მექანიზმები, ინკლუზიური განათლება სკოლებში, უფასო სასწავლო კურსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ა.შ.

ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივიღებთ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მხარდამჭერ სერვისებს, შეფერხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, ხელი შეეშლება ჩვენს საზოგადოებრივ ინტეგრაციასა და პოლიტიკურ თანამონაწილეობას, უფრო მეტად შეგვეზღუდება ავტონომია და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობა. ამასთანავე, აღნიშნული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვითმიზანი კი – ევროკავშირი და დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებაა. აქედან გამომდინარე, თქვენ ვალდებულები ხართ, გაითვალისწინოთ ჩვენი საჭიროებები და ინტერესები, არ დაუჭიროთ მხარი ჩვენ საწინააღმდეგო, რუსულ კანონპროექტს!”

არა რუსულ კანონს!

ჩვენ რუსეთი არ აგვირჩევია!

ჩვენ ვირჩევთ ევროპასა და ევროპულ ღირებულებებს!

ხელმომწერთა სია

ანა სიხაშვილი

ესმა გუმბერიძე

მარიამ დარბაიძე

ინგა მჟავანაძე

მარი კორკოტაძე

ანა მოსულიშვილი

თამილა საგინაძე

ივდითი კვიტია

ილონა აბსანძე

დავით ყვირილიანი

გიორგი კისკეიძე

იკო იაკობიძე

ლიოვა ლუჟანსკი

თათო მახარაძე

სოფიო ქოქოლაძე

კახა აფხაზავა

სანდრო ქინქლაძე

ნატო კუპატაძე

გიორგი ელბაქიძე

იაკობი მანჯავიძე

გოჩა ბოლქვაძე

დეა ერემაშვილი

ზეინაბ თურმანიძე.

ანა ლორთქიფანიძე

ნათია გოგოლაშვილი

მარიამ დოხნაძე,

ანა გოგუაძე

მაკა ნათელაური

შორენა შავლაყაძე

საბა ვაჭარაძე

ნინო ქათამაძე.

მირანდა ძიძიგური

ანჟელა ოვანესიანი

გიორგი ენუქიძე

ელენე მჭედლიშვილი

გურამი გოგოლაძე

ბექა გაჩეჩილაძე

ლუკა გოგიტიძე

სანდრო ზუხბაია

ლევანი ინასარიძე

საბა ჩაფრავა

თათია დათაშვილი

გურამ ფირცხალაიშვილი

თამარ ძაგანიშვილი

ნიკო ქარცივაძე

დავით ქველაძე

გია ჯვარშეიშვილი

გიო კუპატაძ

ალექსი წეველიძე

ნინე ულუმბელაშვილი

შორენა ძირკვაძე

ლელა არაბული

ოთო ამირანაშვილი

ნინო აღდგომელაშვილი

პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის

მოძრაობა “ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო”

ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი

შშმ ქალთა ალიანსი

ფონდი აურესი

ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი

ა(ა)იპ ,,კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი

თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი_EPC

უსინათლოთა ხმა

ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის

ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)

ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი

შშმ ქალთა გაძლიერების ცენტრი ცვლილებების გზამკვლევი

სენტირე

ერთი წლის შემდეგ, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება რეალური გახდა, საქართველო ისევ იგივე გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ოლიგარქის პარტია ისტორიული პროცესის ყველაზე დიდი შემაფერხებელი შეიძლება აღმოჩნდეს. რუსული კანონით “ქართული ოცნება” ღიად უპირისპირდება დასავლეთს და თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ყველაზე მძლავრი იარაღის დაუფლებას ცდილობს. სწორედ სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმით ცდილობდა მმართველი გუნდი დღეს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკური ნაბიჯის გამართლებას.
ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button