მნიშვნელოვანირეგიონი

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობა თელავის საუკუნოვანი ჭადრის მოვლისათვის 20 ათას ევროს დახარჯავს

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობა თელავის საუკუნოვანი ჭადრის მოვლისათვის 20 ათას ევროს დახარჯავს

თელავის საუკუნოვანი ჭადრის ხის მოვლა- პატრონობისათვის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობამ თანხა უკვე გამოყო.

გარემოსდაცვითი ექსპერტის, კახა სუხიტაშვილის განმარტებით, ჭადრის ხის გრძელვადიანი ზრუნვის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება.

” გრძელვადიანი მოვლა- პატრონობა გულისხმობს დამცავი, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობას, ხის მდგომარეობის შესასწავლად კვლევების ჩატარებას შემდგომი მოვლა პატრონობისთვის.
ამ მიმართულებებით ჩემს მიერ წარგენილი პირობებია, რომ ინფრასტუქრურა უნდა ჯდებოდეს არსებულ ლანდშაფტში და აუცილებლად უნდა იყოს ენერგოეფექტური.”- განმარტა სუხიტაშვილმა.

თელავის ჭადრის ხის გადარჩენის პროცესში , გერმანელი სპეციალისტები ათეული წლებია ქართველ გარემოსდამცველებთან და ბოტანიკოსებთან ერთად მუშაობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button