9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას კახეთში პატივი მიაგეს

9 აპრილის მემორიალთან თელავში, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მივიდნენ.
გიორგი ალადაშვილმა , მემორიალი ყვავილებით შეამკო და 35 წლის წინ, რუსთაველზე დაღუპული ქართველების წვლილზე ქვეყნის დამოუკიდებლობის საქმეში, კიდევ ერთხელ ისაუბრა.
” ეს არის დაუვიწყარი დღე საქართველოს ისტორიაში. 9 აპრილს გარდაცვლილებმა დამოუკიდებლობის ისტორია დაწერეს და დღეს ჩვენ აქ მოვედით, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი მათი გმირობის ამბავს”- განაცხადა ალადაშვილმა.
1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, რუსულმა არმიამ სასტიკად დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით ქუჩაში გამოსული ქართველი მომიტინგეები.
გარდაიცვალა 21 და დაშავდა ხუთასზე მეტი ადამიანი.
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.