მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსების მიერ 54 უკრაინელი ტყვის სიკვდილით დასჯის ფაქტია ცნობილი

უკრაინის პრეზიდენტი ხარკოვის რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა

ომის დროს ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა, იური ბელუსოვმა განაცხადა, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა ოკუპანტების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის ფაქტებზე 27 სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებს. მისი თქმით, საუბარია 54 სამხედროს მკვლელობაზე.

ბელუსოვმა ასევე თქვა, რომ წინასწარი მონაცემებით, დანაშაული ხერსონის ოლქში, კრინოკის მახლობლად მოხდა, მაგრამ დეტალები ჯერ კიდევ მოწმდება.

გენერალური პროკურატურის მიხედვით, უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის შემთხვევები 2022 წლის მარტიდან ფიქსირდება. სასამართლომ უკვე გამოიტანა განაჩენი პირველი რუსი სამხედროს მიმართ, რომელმაც ჩერნიგოვში უკრაინელი ჯარისკაცი სიკვდილით დასაჯა.

თუმცა, საქმეების გამოძიებას ართულებს ის ფაქტი, რომ პროკურორებსა და გამომძიებლებს, როგორც წესი, არ აქვთ წვდომა დანაშაულის ადგილზე, ან ცხედრების დათვალიერების შესაძლებლობა. უკრაინის გენერალური პროკურატურა მუშაობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, გაერო-ს სადამკვირვებლო მისიასთან, სადაზვერვო სააგენტოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ასევე აგროვებენ ინფორმაციას.

უკრაინის პრეზიდენტი ხარკოვის რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და რუსეთის საზღვართან თავდაცვით და საფორტიფიკაციო სამუშაოებს გაეცნო.

„ხარკოვის რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მზად უნდა ვიყოთ და რუსებმა უნდა დაინახონ, რომ ჩვენ მზად ვართ დავიცვათ თავი. ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინა მზადაა იმ შემთხვევაში, თუ მტერი შეეცდება წინსვლას“, – აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

როგორც ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა აღნიშნა, იდგმება ბლოკადები: ბეტონის პირამიდები, ე.წ. „დრაკონის კბილები“, ტანკსაწინააღმდეგო თხრილები და სხვა თავდაცვითი საშუალებები.

საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობის პროექტი უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, თავდაცვის პირველ ხაზზე მებრძოლების გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button