მას შემდეგ, რაც მოქალაქეების ლიდერმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დაარტყა, დეპუტატები მას ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ
"ამას საკადრისი პასუხი გაეცემა" -მდინარაძე

მას შემდეგ, რაც მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს დაარტყა, დეპუტატები მას ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ფიზიკური დაპირისპირება იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, რუსული კანონის განხილვისას მოხდა.
“ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ ამ პრო*ებს. ვისაც საქართველო გიყვართ, ყველა გამოდით. რა მნიშვნელობა აქვს, ნაცი, ქოცი, შმოცი. ბიჭო, რუსეთში მიგვაქანებენ. აღარ არის აქ სხვა ამბავი. რუსეთში მიგვაქანებენ და არ უნდა შევიდეთ. ეს კანონი უნდა გავუკეთოთ ტრ*კში ამათ”, – თქვა ელისაშვილმა.
სხდომა რამდენიმე წუთში განახლდა. პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს.
დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვლილია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით”.
პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
იმ დროს, როდესაც საკითხზე მომხსენებლი, მამუკა მდინარაძე ტრიბუნასთან იდგა, მასთან დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მივიდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ალეკო ელისაშვილსაც მიაყენეს ფიზიკური შერაცხყოფა.
“ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ ამ პრო*ებს. ვისაც საქართველო გიყვართ, ყველა გამოდით. რა მნიშვნელობა აქვს, ნაცი, ქოცი, შმოცი. ბიჭო, რუსეთში მიგვაქანებენ. აღარ არის აქ სხვა ამბავი. რუსეთში მიგვაქანებენ და არ უნდა შევიდეთ. ეს კანონი უნდა გავუკეთოთ ტ*აკში ამათ”, – თქვა ელისაშვილმა
ვითარების განმუხტვას მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ცდილობენ.
გაილახა მდინარაძე ხოშიანად, ხომ ვთქვი, რომ მე გავაკეთებ გასაკეთებელს, უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით, – ეს განცხადება „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
მისი თქმით, ეს კანონპროექტი არ უნდა გავიდეს. ელისაშვილის თქმით, ახლა ვისაც ქვეყანა უყვარს გარეთ უნდა გამოვიდეს.
„გაილახა მდინარაძე ხოშიანად. ხომ ვთქვი, რომ მე გავაკეთებ გასაკეთებელს. უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით. ეს კანონი ტ…ში უნდა გავუკეთოთ, ან ქართველები ვართ, ან მონები და არ ვართ მონები. ხომ ნახეთ, ყველას ვაგინებდი. რა მოხდა და მდინარაძეს ეს [მუშტი] მოხვდა იმ რუსულ სიფათში. მე მცემეს, მაგრამ მოვადე პირველი. ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ. ვისაც საქართველო გიყვართ გარეთ გამოდით, რა მნიშვნელობა აქვს „ნაცი“, „ქოცი“, რუსეთში მიგვაქანებენ. აღარ არის აქ სხვა ამბავი და არ უნდა შევიდეს ეს კანონი. იმდენი ხალხი მირტყამდა, ბოლოს ვეღარ გავარკვიე[ვინ მირტყამდა]”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
“ამას საკადრისი პასუხი გაეცემა” – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომის განახლების შემდეგ საუბრობს. ამბობს, რომ ეს ყველაფერი პროვოკაცია იყო
ჯერ ეხლა ეს ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაში, რომელ ქართველობაში, რაში ზის და ცხოვრებაში ვერ გამიებდავდა ამას, გარდა ქურდული მოპარვისა ეს კაცი, რომელიც ძალიან დიდი ხანია მიცნობს. [ოხანაშვილი: “კაცად წოდებული, თორემ, ვერ დავარქმევთ კაცს] ხო, კაცი, ბრჭყალებში, ცხოვრებაში რომ ვერ გამიბედავდა, ამაზე აღარ არის ლაპარაკი. ყველას ჩვენი თავმოყვარეობა გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებული პასუხსიმგებლობა მაკისრია, როგორც უმრავლესობის ლიდერს.
ეხლა უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმე და ხალხო, ერთი იცოდეთ ყველამ – ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი, თავისი რწმენა და ამის გამო ქართველებმა რუსები ერთმანეთს არ უნდა ვეძახოთ. თორემ მერე სარგებლობენ ასეთი არამზადები და ვითომ კაცობენ. და ამას საკადრისი პასუხი გაეცემა, მაგრამ მე ახლა მუქარაზე არ გადავდივარ ქუჩური მეთოდებით. ეს უნდა დამთავრდეს და საკადრის პასუხს გავცემთ ჩვენ. პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ეს აი ამ ვითომ კაცობას და ასეთი ტიპის, მიპარვით, ვითომ ქურდულ, არაკაცულ, ფლიდურ ძალადობას სჯობს ის ცრუ ნარატივი, რომელსაც ჩვენ აგერ ვხედავთ…
რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა მომწერა ასეთი მესიჯი, აი, რა იყო ამისი საფუძველი – ბატონო, სახელს არ ვიტყვი, იქნებ მამუკა მდინარაძეს მიაწვდინოთ ხმა დღეს ერთ-ერთი ონლაინ გამოცემა რომ არის, დაუშვითო, ერთი გოგოა, გვარს ამბობს, ეგ უნდა შევიდეს მდინარაძესთან ინტერვიუზე. პარლამენტში ვინც არიან ჩვენები, არცერთს არაფრის თავი არ აქვსო, ზრდილობიანად რომ ვთქვათ, უფრთხილდებიან, პირადი სიმპათიები აქვთ თუ რა ჯანდაბა სჭირთ, ვერ გავიგე და მდინარაძემ, იქნებ ამან ცოტათი მაინც მიაბანძოს, შეუბერაო. წესით პროვოკაციებს იკადრებენ, უკადრებელს იკადრებენ ამ დღეებში და იცოდეთ… ამ მესიჯის შემდეგ, მესიჯია ჩემი მეგობრის რომელიც მიწერა მისი მეგობრის შვილმა, რომელიც შარშან აქციებზე იდგა, სხვათაშორის და წელს ცოტა სხვა აზრზეა.
ანუ, ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ გადახდილი პროვოკაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა. და აგერ წინა დღეების მტკიცებულება, რომ ჩაეშალა სხდომა… ალეკო ელისაშვილმა და მისნაირმა წუმპედან ამოვარდნილმა ხალხმა რა… თუ ჩხუბი უნდა, მოვიდეს და პირისპირ, თვალი თვალში გამიყაროს და მეჩხუბოს, ან რაღაცა ქნას. ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია ალეკო ელისაშვილის, ძალით კაცის შესრულებით, – ამბობს მდინარაძე.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.