რეგიონი
მესტიაში მდინარე ნაკრაში გადავარდნილი 3 მოზარდიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს

მესტიაში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი 3 მოზარდიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციებიდ მართვის სამსახურში რადიო თბილისს უდასტურებენ.
შემთხვევის ადგილის მიმდებარედ ნაპოვნია 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი. იგი რუხის საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.
ორი დღის წინ იმავე ლოკაციაზე იპოვეს 16 წლის ეკა ვიბლიანიც ცხედარიც. მესამე დაკარგული მოზარდის საძიებო სამუშაოები გრძელდება. მდინარე ნაკრაში მაშველები ახალგაზრდებს 5 დღეა ეძებენ. საძიებო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ჩართული არიან ადგილობრივებიც.
2 მაისს ავტომობილი, რომელშიც სამი სკოლის მოსწავლე იმყოფებოდა, მდინარე ნაკრაში გადავარდა.