მნიშვნელოვანისიახლეები

„არა რუსულ კანონს“-საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, – ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე მიმდინარეობს. მანამდე ცენტრალურ პარკში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ სტუდენტები შეიკრიბნენ და აბაშიძის ქუჩაზე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს შეძახილებით: „არა რუსულ კანონს“.

როგორც ბათუმის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები აცხადებენ, თითოეული მათგანის მობილურ ტელეფონში მუქარის შემცველი ზარები განხორციელდა. მათი თქმით, მუქარისა და შანტაჟის მიუხედავად საპროტესტო აქციები მაინც გაგრძელდება.

ქუთაისში „ქართული ოცნების“ ოფისთან ხმაურია. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც სკანდირებენ “მონებო”, რასაც ადგილზე მყოფი “ქართული ოცნების” წევრების და მხარდამჭერების უკმაყოფილება მოყვა.

ადგილზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ აქცია გუშინ დაგეგმეს და დღეს ხელისუფლებამ მათ აქტივისტები დაახვედრა, რაც მათ შიშზე მიუთითებს. “ქართული ოცნების” ოფისთან მყოფები კი აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, დროშას ნუ არცხვენენ და დატოვონ ტერიტორია.

მსგავსი პოსტები

Back to top button