დავალებებით მუშაობა, პირადი ცხოვრების ამსახველი კომპრომატებით შანტაჟი, დამნაშავეობა და გარყვნილება არის “ნაცების” მთავარი მახასიათებელი-ოცნება აბაშიძეზე

ნინო წილოსანი უჩა აბაშიძის საქმეზე: კასრების კადრებიდან უჩას პორნოგრაფიებამდე მივიდნენ, ოღონდ თავისივე ხალხი დააშანტაჟონ – ნაცზე უფრო ამორალური ალბათ არავინ და არაფერი არსებობს
“ნაცი უნდა იყო ასეთი ამაზრზენობა რომ იკადრო. რამ უნდა გაიძულოს საკუთარი ცოლი პირადად გამოიყენო კომპრომატების შექმნაში და კიდე ხმას რომ იღებენ ქალების უფლებებზე ეს უგარყვნილესი ხალხი!!! არ გაბედოთ ქალების თემაზე მორალის წაკითხვა – უჩასმაგვარებმა და მისმა “გამპრავებლებმა”!!!!” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის საქმეს ეხმიანება.
წილოსანი აღნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” კასრების კადრებიდან უჩას პორნოგრაფიებამდე მივიდა, ოღონდ თავისივე ხალხი დააშანტაჟონ.
“ნაცი უნდა იყო ასეთი ამაზრზენობა რომ იკადრო. რამ უნდა გაიძულოს საკუთარი ცოლი პირადად გამოიყენო კომპრომატების შექმნაში და კიდე ხმას რომ იღებენ ქალების უფლებებზე ეს უგარყვნილესი ხალხი!!! არ გაბედოთ ქალების თემაზე მორალის წაკითხვა – უჩასმაგვარებმა და მისმა “გამპრავებლებმა”!!!! კასრების კადრებიდან უჩას პორნოგრაფიებამდე მივიდნენ, ოღონდ თავისივე ხალხი დააშანტაჟონ. ვინ გავალებთ ან რას გიხდიან ამისთანას?!?!? და რეაქციები? შსს დაგვემუქრა, კადრებს გამოგიქვეყნებთო – ეს მართლა ამაზრზენი ხალხი, რას კადრულობენ!! ნაცზე უფრო ამორალური ალბათ არავინ და არაფერი არსებობს. დამნაშავეების და უგარყვნილესი არსებების თავშესაფარია მართლა”, – წერს წილოსანი Facebook-ზე.
“ეს რა იკადრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორ გაბედა ამ საქმის გახსნაო – ესაა კოლექტიური ნაცების რეაქციები. უჩამ და მისმა ცოლმა რა იკადრესო, ან მათი დავალებების მიმცემებმაო – ერთს არ დაუწერია ჯერ!” – წერს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე უჩა აბაშიძის საქმეზე.
მდინარაძის თქმით, დავალებებით მუშაობა, პირადი ცხოვრების ამსახველი კომპრომატებით შანტაჟი, დამნაშავეობა და გარყვნილება არის “ნაცების” მთავარი მახასიათებელი და მხოლოდ მათ ტვინში შეიძლება მოიხარშოს ასეთი ამაზრზენი დანაშაული.
“უჩას პორნოფაილები – თავისივე ოჯახის წევრის მონაწილეობით მოგროვებული კომპრომატები… (არ დაგვავიწყდეს, ეს იმ ადამიანზეა საუბარი, რომელიც მიმდინარე აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია და აქციის სხვა ორგანიზატორებმა დაკავებისას გმირად და ყველაზე უცოდველ არსებად გამოაცხადეს!) ქართველობაზე გველაპარაკებიან-ხოლმე, ქალთა უფლებებზე… ევროპაზეც… ახალგაზრდების და საქართველოს მომავლის სახელითაც ესენი გველაპარაკებიან… ეს რა იკადრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორ გაბედა ამ საქმის გახსნაო – ესაა კოლექტიური ნაცების რეაქციები. უჩამ და მისმა ცოლმა რა იკადრესო, ან მათი დავალებების მიმცემებმაო – ერთს არ დაუწერია ჯერ!.. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს: დავალებებით მუშაობა, პირადი ცხოვრების ამსახველი კომპრომატებით შანტაჟი, დამნაშავეობა და გარყვნილება არის მათი მთავარი მახასიათებელი. მხოლოდ მათ ტვინში შეიძლება მოიხარშოს ასეთი ამაზრზენი დანაშაული! რა ზრდილობა, რა კულტურა, რა IQ, მსგავსი უმორალო და მანიაკალური დაჯგუფება მეორე წარმოუდგენელია”, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც ითქვა, რომ უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე, მარიამ იაშვილი, სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვებას და შენახვას ახორციელებდნენ.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ადრე თუ ცნობილი იყო “ნაცების კასრები”, ახლა დაემატა “პირადი კასრები”.
“ერთი საქმით რომ ხარ ცნობილი და სინამდვილეში სულ სხვა, შავ საქმეს ეწევი, სწორედ მაგათ არ უნდათ გამჭვირვალობა და არეულობას ლობირებენ შინ და გარეთ… შსს ბრიფინგი იყო შოკი – ადრე ხომ ვიცოდით ამაზრზენი “ნაცების კასრები”… ახლა დაემატა “პირადი კასრები” – წერს გრეტა წიწავა.